ბათუმის საკრებულოში ხმაური იყო.
სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიუროს სხდომაზე ოპოზიციური პარტიის წევრები ხელისუფლების წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.
ბიუროს სხდომაზე უნდა დაემტკიცებინათ ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი, სადაც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ბათუმის ბიუჯეტი.
როგორც ოპოზიციონერი აცხადებდნენ, ძველი მოწვევის საკრებულოს არ აქვს უფლება, რომ ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი მიიღოს. მათივე მტკიცებით, ქალაქის ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ აღნიშნა, რომ ძველ შემადგენლობას აქვს სამართლებრივი და კანონიერი უფლება, რომ დაამტკიცოს მომავალი წლის ბიუჯეტი.
„უხამსი და უზრდელური საქციელის მიუხედავად, შევძელით, რომ დაგვემტკიცება ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი. ბიურომ მისი მოვალეობა შეასრულა. შეუძლია ნებისმიერ იურისტს გადაამოწმოს საკითხი, გატანილია ყველა საკითხი ბიუროზე კანონმდებლობის სრული დაცვით. ამ ბატონების საქციელით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, ეს არის სახელმწიფოს მოღალატეთა ძალა, არის სექტა, რომელიც ფიქრობს არ ბათუმის განვითარებისთვის, არამედ სრულად შეჩერებისთვის“, – განაცხადა სულიკო თებიძემ.
სხვა სიახლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა სტრასბურგში, ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული ასოციაციის (ALDA) გენერალურ ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სხდომაზე თავმჯდომარედ უკრაინელი დელეგატი, მარიუპოლის ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს წარმომადგენელი ტატია...
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ წერეთელში, ალგეთსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ...
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკო....
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს. „9 აპრილი ეს გახლავს ყველაზე მნიშვნელოვანი და ხმამაღალი განაცხადი თავისუფლებისთვის და 9 აპრილის მონაპოვარია დღეს ქვეყ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ტრადიციულად, საახალწლოდ, 500 ბენეფიციარს სასაჩუქრე კალათებს გადასცემს. მერიისგან სასაჩუქრე კალათები მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა დედებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხო...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია დღეს, EU4Culture საერთაშორისო კონფერენციაში (Zoom) პალატფორმის მეშვეობით დისტანციურად ჩაერთო და მუნიციპალიტეტის კულტურულ ასპექტებზე და შემეცნებით პოტენციალზე ისაუბრა. „გვაქვს პატივი მონაწილეობა მივიღოთ დღევანდელ კონფერენციაში და ვისაუბროთ ქალაქ ზუგდიდი...
ბათუმის ახალარჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. დღეს მას მერის რანგში პირველი სამუშაო დღე ჰქონდა. არჩილ ჩიქოვანი მერიაში 09:00 საათზე მივიდა. იგი მომავალი ოთხი წლის გეგმებზე საუბრობს და დარწმუნებულია, რომ მერი ქალაქის საკრებულოსთან და ყველა პარტიის წარმომადგენელთან კონსტრუქცი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი მამუკა წოწერია, მერის უფლებამოსილების შესრულებას დღეს შეუდგა. მამუკა წოწერია თანამშრომლებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ მოადგილეებთან ერთად წარუდგინა, ახალ მერს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ის იქნება საუკეთესო მერი მუ...
წყალმომარგების კომპანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბულაჩაურის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს. ...
ზემო იმერეთის რაჭასთან დამაკავშირებელი ახალი 51.5 კილომეტრიანი საავტომობილო გზა გაიხსნა. ...