ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო სასაჩუქრე კალათების დარიგება დაიწყო2021-12-29 13:10:41

ხსაახალწლო გალაკონცერტი - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება2021-12-29 13:07:50

დავით ნარმანია - მესტიის მუნიციპალიტეტში უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა, თუ საჭიროება მოითხოვს, დაყადაღდეს2021-12-29 13:04:57

სოზარ სუბარი - უკრაინულ მხარესთან ჩვენც გაქვს კითხვები, მაგალითად, რა ეტაპზეა სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაზე დაწყებული გამოძიება2021-12-29 13:00:48

ვახტანგ მეგრელიშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა - იაგო და საბო აპირებენ თქვენს მხარდაჭერას, მე კი გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება პასუხი კითხვაზე, პოლიტიკიდან როცა წახვალთ, გვეტყვით თუ არა მიზეზს2021-12-29 12:59:34

სლოვაკეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე მყოფი მიგრანტების გადაუდებელი დახმარებისთვის ევროკავშირი 700 000 ევროს გამოყოფს

სერჟ სარქისიანი - სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები უნდა განვავითაროთ

25.11.2021

19:47

ივანე ჩხაიძე - ვნახოთ, რა მოგვიტანა ორი ინიციატივის დანერგვამ და შემდეგ უკვე შეიძლება, განხილული იყოს სხვა ღონისძიებები, ერთ-ერთია სავალდებულო ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებში, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში შემოღებულმა წამახალისებელმა ღონისძიებებმა ვაქცინირებულთა რაოდენობა გაზარდა, თუმცა შედეგი საკმარისი მაინც არ არის.

ივანე ჩხაიძის თქმით, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, პირველი დეკემბრისთვის შედეგები გაანალიზდეს და განხილული იყოს სხვა ღონისძიებებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი არის სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში, პირველ რიგში კი სამედიცინო პერსონალში.

„ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის გაზრდის მხრივ პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ვგულისხმობ 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის ფინანსურ წახალისებას. პირველი ნაბიჯებია კოვიდ პასპორტების სისტემის ამოქმედება, ეს ყველაფერი კარგია და ჩვენ შედეგიც ვნახეთ. 9 000-ზე მეტი ადამიანი იყო გუშინ ვაქცინირებული. რა თქმა უნდა, განსხვავებაა იმ პერიოდთან შედარებით, ვიდრე ეს სისტემები ამოქმედდებოდა, მაგრამ არის თუ არა ეს ციფრი საკმარისი, რომ საქართველომ წარმატებით გააკონტროლოს კორონავირუსის პანდემია თუნდაც უახლოეს პერიოდში? სამწუხაროდ, 9 000, 10 000 ვაქცინირებული არ არის ის ციფრი, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამიტომ შესაძლებელია, პირველი დეკემბრისთვის მოხდეს ამ შედეგების ანალიზი, ვნახოთ, რა მოგვიტანა ამ ორი მართლაც სერიოზული ინიციატივის დანერგვამ ქვეყანაში და შემდეგ უკვე ალბათ შეიძლება, განხილული იყოს სხვა ღონისძიებები. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი, რაც ასევე პრაქტიკულად უმრავლესმა ქვეყანამ გამოიყენა, არის სავალდებულო ვაქცინაცია მოსახლეობის მაღალი რისკის ჯგუფებში. პირველ რიგში, ჩვენ ვგულისხმობთ სამედიცინო პერსონალს. სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია სრულიად გამართლებული, მიღებული, აპრობირებული და ეფექტური მექანიზმია ვაქცინაციის რაოდენობის გაზრდის. ასე რომ, შეიძლება, იყოს სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობა, სამედიცინო პერსონალი, ეს შეიძლება იყოს საჯარო სამსახური, პოლიცია, პედაგოგი, გააჩნია, რას აირჩევს ქვეყანა, მაგრამ ეს ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების უდავოდ ერთ-ერთი სერიოზული ხელშემწყობია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

29.12.2021

13:07

ხსაახალწლო გალაკონცერტი - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

თბილისის მერმა, კახა კალაძემ წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე საახალწლო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მათ შორის, 31 დეკემბერს დაგეგმილ გალაკონცერტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საახალწლო აქტივობები დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება....

29.12.2021

13:04

დავით ნარმანია - მესტიის მუნიციპალიტეტში უნდა გაითიშოს უკანონო მაინინგები, რომელმაც ქსელი დაამძიმა, თუ საჭიროება მოითხოვს, დაყადაღდეს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბოლო პერიოდში მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება 17-18 მეგავატია, რაც ჯამურად აღემატება მეზობელი სამი მუნიციპალიტეტის მიერ მოხმარებული ენერგიის ოდენობას....

29.12.2021

12:57

კახა კალაძე - ძალიან დიდი ტყუილია, თითქოს პარკირების წლიური 50-ლარიანი აბონემენტი 800 ლარი ხდება, შეცდომაში არ შეგიყვანონ ბინძურმა პროპაგანდისტებმა

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დღეების განავლობაში პარკირების გადასახადთან დაკავშირებით მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაცია ვრცელდება....

25.11.2021

19:59

ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილმა მითხრა, რომ ნამდვილად შეწყვეტს მკურნალობას, თუ არ შეუშვებენ მასთან დეპუტატებს, ურთიერთობა ხომ უნდა ადამიანებთან

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია ძალიან ცუდია მისი ჯანმრთელობისთვის....

25.11.2021

19:52

სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფი აცხადებს, რომ მძიმე ფსიქოლოგიური გარემოსა და ვერნიკეს სინდრომის გამო, სააკაშვილის მკურნალობაში მაღალკვალიფიციური სპეციალისტები უნდა ჩაერთონ

თუ გავითვალისწინებთ მიმდინარე მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოსა და შიმშილით გამოწვეული მძიმე ვერნიკეს სინდრომის კომბინაციას, მისაღები შედეგისათვის მკურნალობის პროცესში ჩართული უნდა იყოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისი დიაგნოზის დასმის, ფსიქოთერაპიის კურსისა და ფარმაკოლოგიური მკურნალობის განსაზღ...

25.11.2021

19:50

კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ წინასაარჩევნოდ დებატების განუთავსებლობის გამო, ტელეკომპანია „იმედი“ და „სტუდია მაესტრო“ 2 500-2 500 ლარით დააჯარიმა, „ტელეკომპანია ქართულ არხს“ კი გაფრთხილება მისცა. ...

25.11.2021

18:47

ელენე გიორგაძე - მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით კრიტიკული რეჟიმი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი

ექიმთა სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ელენე გიორგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით კრიტიკული რეჟიმი გავლილია, ახლა არის ჩვეულებრივი კვების გაფართოების რეჟიმი....

22.11.2021

12:51

ირაკლი ღარიბაშვილი - უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები შევთავაზოთ

სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ სიღარიბეს, უმუშევრობას და უმოქმედობას. დღეს შრომისუნარანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს, ეს არის კატასტროფა, შემაშფოთე...

22.11.2021

12:30

საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 530 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 1 851 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ...

18.11.2021

19:50

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. ...