სლოვაკეთში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, სლოვაკეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის 25 ნოემბრიდან 90 დღის განმავლობაში ცხადდება ეროვნული საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 25 ნოემბრის დილის 05:00 საათიდან სლოვაკეთში ძალაში შევიდა ორკვირიანი (9 დეკემბრამდე) შეზღუდვები, ე.წ. ლოკდაუნი.
„ლოკდაუნის“ პერიოდში არ იხურება საბავშვო ბაღები, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები და სწავლა გრძელდება ჩვეულებრივ დასწრების რეჟიმში. მოსწავლეები ვალდებულნი არიან ატარონ პირბადე შენობის შიგნით და აუცილებელია რეგულარული კოვიდ ტესტირება.
„ლოკდაუნის“ პერიოდში, დილის 05:00 საათიდან მეორე დღის 01:00 საათამდე დაწესდა შემდეგი შეზღუდვები:
იკრძალება ექვს ადამიანზე მეტი მოქალაქეთა შეკრება, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც არიან ერთი ოჯახის წევრები.
მოქალაქეთა გადაადგილება დაშვებულია დილის 05:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე შემდეგი გამონაკლისების შემთხვევებში: ექიმთან ვიზიტი და ვაქცინაციაზე ან კოვიდ ტესტირებაზე წასვლა; სამსახურში წასვლა (რეკომენდებულია სახლიდან მუშაობა, სადაც ეს შესაძლებელია), თანამშრომლებს დასჭირდებათ დამსაქმებლის დადასტურება სამსახურში მისვლისთვის; მგზავრობა სკოლაში/საბავშვო ბაღში და უკან; ოჯახის წევრებზე ან სხვა ნათესავებზე ზრუნვა; შინაური ცხოველების გასეირნება სახლიდან 500 მ მანძილზე, ფერმის ცხოველების მოვლა; ბუნებაში გასეირნება საცხოვრებელი ადგილის რაიონის ფარგლებში; მონაწილეობა დაკრძალვაში, საქორწილო ცერემონიებში და ნათლობის ცერემონიებში; გამგზავრება საზღვარგარეთ;
ძირითად საყიდლებზე და მომსახურების მიღებაზე წასვლა – სასურსათო მაღაზიები; აფთიაქები და ასევე მაღაზიები, რომლებიც ყიდიან სამედიცინო აღჭურვილობას, ოპტიკის ცენტრები; სამედიცინო სპა დაწესებულებები, სადაც პაციენტები მკურნალობენ ექიმის რეკომენდაციით; ქიმიკატების მაღაზიები; კვების პროდუქტებისა და რესტორნების მომსახურება მხოლოდ გატანის სერვისით; საგაზეთო ჯიხურები; მაღაზიები, რომლებიც ყიდიან ცხოველთა საკვებს და ვეტერინარულ კლინიკები; მაღაზიები, რომლებიც ყიდიან ფეხსაცმელს და ეზოს აღჭურვილობას; ონლაინ მაღაზიები და სხვა მსგავსი პუნქტები; სატრანსპორტო საშუალების სათადარიგო ნაწილების მაღაზიები, ბუქსირების მომსახურებისა და სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური კონტროლის ცენტრები; სატელეკომუნიკაციო მომსახურების პუნქტები და ენერგო პროვაიდერები (ელექტროენერგია, გაზი, წყალი); საფოსტო ოფისები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები; სამრეცხაო და ქიმწმენდის მომსახურება; ბენზინგასამართი სადგურები; დამკრძალავი ბიუროები; ტაქსის მომსახურება; ადვოკატები და ნოტარიუსები, გასაღებების, ელექტრომოწყობილობის და სხვადასხვა სახის ტექნიკის შეკეთების მომსახურების პუნქტები; ჯართის შემგროვებელი პუნქტები; ობიექტები, რომლებშიც შესაძლებელია გრძელვადიანი და/ან საკარანტინო მიზნით განთავსება; ღია ბაზრები; მასობრივი ღონისძიებებისთვის საჭირო სივრცეები.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ვებგვერდზე – www.korona.gov.sk
საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგმართავთ თხოვნით, გააგრძელოთ არსებული უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვა და გაითვალისწინოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის რეკომენდაციები“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
სხვა სიახლეები
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა ინფორმაცია უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ლიდერმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. ...
ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ იმედით....
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიურად სჩადის ომის დანაშაულებს. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ...
ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – „უკრაინისთვის“ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა. შვედეთის ლიდერი პოლონეთში მიმდინარე კონფერენციის ერთ-ერთი თანამასპინძელია....
ვარშავაში დონორთა კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი შეაგროვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს....
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოაცხადოს. როგორც „სიენენი“ იტყობინება, ამერიკელ და დასავლელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს....
გერმანიის ბუნდესტაგი ადასტურებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისადმი მხარდაჭერას ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. ...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ცერემონია ბერლინ-ბრანდერბურგის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა....
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის ხელმძღვანელობა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ხელმძღვანელს, გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვს ჩააბარა....
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს....