ჯო ბაიდენი - აშშ აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, ვაცხადებ ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალით უზრუნველყოფს2022-05-07 14:34:09

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროების გადარჩენისთვის, ჩართული არიან გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები2022-05-07 14:31:23

ოთარ შამუგია - საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობენ, მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს2022-05-07 14:28:15

რობერტა მეცოლა - წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ევროკავშირს შეურთდებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ ამავე იმედით, მინდა, მათ ჩვენსავით სჯეროდეთ2022-05-07 14:24:02

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება 2022-05-07 14:16:16

ჯო ბაიდენი - აშშ აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, ვაცხადებ ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალით უზრუნველყოფს

რობერტა მეცოლა - წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ევროკავშირს შეურთდებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ ამავე იმედით, მინდა, მათ ჩვენსავით სჯეროდეთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, პირობას ვდებთ, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ

29.12.2021

12:59

ვახტანგ მეგრელიშვილმა შალვა პაპუაშვილს მიმართა - იაგო და საბო აპირებენ თქვენს მხარდაჭერას, მე კი გადაწყვეტილების მისაღებად მჭირდება პასუხი კითხვაზე, პოლიტიკიდან როცა წახვალთ, გვეტყვით თუ არა მიზეზს

თქვენი პოზიცია მაინტერესებს, თანამდებობიდან რომ წახვალთ, გვეტყვით თუ არა, პოლიტიკაში დარჩებით თუ არა და მეორე დღიდან, როცა წახვალთ, იტყვით თუ არა, რომ მე აღარაფერი მეხებაო, – ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის სხდომაზე შალვა პაპუაშვილს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დღეს კენჭი უნდა უყარონ.

როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა აღნიშნა, მაღალი თანამდებობის პირები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, არც ადრე იყო ამის დეფიციტი, თანამდებობიდან რომ მიდიან, კაცმა არ იცის, როგორ ქრებიან და რატომ მიდიან, ეს არ არის ნორმალური.

„კითხვა მაქვს იცით, როგორი – თქვენ იცით, რამდენად კეთილგანწყობილი ვარ მე თქვენს მიმართ, ასევე წინა თავმჯდომარის მიმართ. ჩვენ აგერ ოთხი ადამიანი ვართ, ჩვენგან ორი იაგო და საბო ავანსის გაცემის თვალსაზრისით აპირებენ, რომ მხარი დაგიჭიროთ. მე რომ გადაწყვეტილება მივიღო, მჭირდება ამ კითხვაზე პასუხი. საქმე იმაშია, რომ ჩვენი მაღალი თანამდებობის პირები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, არც ადრე იყო ამის დეფიციტი, თანამდებობიდან რომ მიდიან, კაცმა არ იცის, როგორ ქრებიან და რატომ მიდიან. კი დაგვპირდით, რომ ორ თვეში გვეტყვით კუჭავა რატომ წავიდა, მაგრამ ზოგადად მე მგონი, ეს არ არის ნორმალური. თქვენი პოზიცია მაინტერესებს ამ თემაზე – თქვენ რომ წახვალთ, მაგას გვეტყვით თუ არა, პოლიტიკაში დარჩებით თუ არა და მეორე დღიდან, როცა წახვალთ, იტყვით თუ არა, რომ მე აღარაფერი აღარ მეხებაო. მეორე პირი უნდა გახდეთ ამ ქვეყნის კანონმდებლობით, არ ვიცი, მერამდენე, მაგრამ მეორე პირი, ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხი მინდა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

07.05.2022

14:28

ოთარ შამუგია - საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობენ, მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსს შეხვდა....

07.05.2022

14:11

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს

საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა....

05.05.2022

19:10

ნედ პრაისი - საქართველო და მოლდოვა აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვართ

საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვართ, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა....

05.05.2022

19:08

ირაკლი ღარიბაშვილი - ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, სრული სოლიდარობით ვდგავართ საერთაშორისო საზოგადოების გვერდით და გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას

ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის ნათელი და უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, კანონმდებლობისა და გაერო-ს ქარტიის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა....

03.05.2022

16:56

შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი თავად აყენებს ზიანს საკუთარ ჯანმრთელობას, მისი გულშემატკივრები წახალისებით კი არ უნდა იყვნენ დაკავებული, არამედ სამედიცინო სერვისის მიღებაზე დაიყოლიონ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დანაშაულის გამო აქვს გამოტანილი განაჩენი და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ყველაზე საბაზისო პრინციპი....

03.05.2022

16:45

ირაკლი ღარიბაშვილი შვედეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოსა და შვედეთის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ულრიკ თიდესტრომის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები....

03.05.2022

14:17

კარლ ჰარცელი - პროცესი კარგად მიდის, ველოდები, რომ ევროკომისია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებას მომდევნო თვეში წარადგენს

დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა....

02.05.2022

18:04

ლევან იოსელიანი - „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, არ აქვს იმდაგვარი მხარდაჭერა, რომელიც ამ ქვეყანაში აქციების გზით დიდ ცვლილებებს გამოიწვევს

ოჯახის პოზიცია არ მიკვირს. გასაგებია, ოჯახი თავისი ოჯახის წევრის პატიმრობიდან დახსნას და მისი მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობს. ...

02.05.2022

17:48

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ევროინტეგრაციის გზის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გადავედით, დარწმუნებული ვარ საქართველოს წარმატებაში, ქართველი ხალხის საბოლოო მიზნის მისაღწევად

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ...

02.05.2022

17:32

გრიგოლ ვაშაძე - მიხეილ სააკაშვილი ქართულ საავადმყოფოში მაინც გადაიყვანეთ, მისი მდგომარეობა კატასტროფულია

ტრაგედიამდე უნდა მივიდეს ყველა ხელისუფლება საქართველოში, რომ მერე პირჯვარი გადაიწეროს და რამის გაკეთება დაიწყოს? ადამიანობა თუ არ გყოფნის, პრაგმატულობა მაინც ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვდე, რას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში, – ამის შესახებ ოპოზიცონერმა დეპუტატმა, გრიგოლ ვაშაძემ მიხე...