თბილისის მერმა, კახა კალაძემ წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე საახალწლო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე, მათ შორის, 31 დეკემბერს დაგეგმილ გალაკონცერტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საახალწლო აქტივობები დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება.
„კარზე მოგვადგა ახალი წელი და მინდა, გაგაცნოთ 31 დეკემბრის ღამის საახალწლო პროგრამა, კერძოდ, გალაკონცერტი „გვიყვარდეს ერთმანეთი“, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი მოვა და ეს ტელევიზიითაც გადაიცემა.
გალაკონცერტის მუსიკალური პროგრამა აგებულია ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებზე. მათ შორის არის საახალწლო თემაზე შექმნილი პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები. პროექტში ჩართულია სხვადასხვა თაობის და მუსიკალური მიმართულების წარმომადგენლები, რაც ასევე საზოგადოების ფართო ჯგუფების ინტერესებზეა გათვლილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, საახალწლო ღონისძიებები 14 იანვრამდე გაგრძელდება საახალწლო სოფელში – როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე დედაენის ბაღში. კახა კალაძემ საახალწლო პროგრამაში ჩართულ მეწარმეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„14 იანვარს საახალწლო სოფელი მასშტაბური კონცერტით დაიხურება. მინდა, მოგმართოთ, თბილად ჩაიცვით და აუცილებლად მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით. ძალიან სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ, დაგეგმილია სხვადასხვა თეატრალური, მუსიკალური წარმოდგენა და ღონისძიება. აქვე, მინდა, მეწარმეებს მადლობა გადავუხადო თანადგომისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა მათი პროდუქტების პოპულარიზაციისთვის. მეამაყება, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვინც ეს კულტურა შემოიტანა. მე მახსოვს პირველი წელი, როდესაც ეს პირველად გავაკეთეთ, რამხელა სირთულეს წარმოადგენდა საზოგადოების ჩართულობა, თუმცა დღეს სხვა რეალობა გვაქვს. ჩვენ დღეს გვქვს თბილისში ისეთი ადგილი, რომელსაც საახალწლო სოფელი ჰქვია, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქალაქსა და დედაქალაქშია. ეს არის სასიამოვნო გარემო დასვენებისა და განტვირთვისთვის. შეგიძლიათ, მობრძანდეთ შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად და გამოიყენოთ მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა თბილისის მერმა.
სხვა სიახლეები
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბერლინში გამართულ კლიმატისა და უსაფრთხოების კონფერენციაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა. ...
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის" აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ელიზბარაშვილს შეხვდა. ...
ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხად...
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს....
კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინის“ ბრენდით ცნობილ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ კომპანია „ვიონ ჯორჯია ჰოლდინგ B.V“-ის კუთვნილ „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100-პროცენტიანი წილის გასხვისებაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. „კომუნიკაციების კომისიას ...
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ....
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები წვრთნისა და შეფასების პროგრამას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. ...
9 აპრილი, გვაერთიანებს განურჩევლად ყველა ქართველს. კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს! - განაცხადა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. ...
ჩვენი უკრაინელი მეგობრებისგან მოველით, რომ შესაბამისად იქნება შეფასებული ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას და ის გმირობა, რასაც საქართველო თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად აკეთებს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმ...