ჩვენი უკრაინელი მეგობრებისგან მოველით, რომ შესაბამისად იქნება შეფასებული ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას და ის გმირობა, რასაც საქართველო თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად აკეთებს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც თავისი თვალით აქვს ნანახი ძალიან ბევრჯერ ბუჩა საქართველოს ტერიტორიაზე.
„ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ რუსეთის სისასტიკე საკუთარი თვალით, საკუთარ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ის რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ისედაც ძალიან ემოციურია და ეს ემოციები და ის დამოკიდებულება, რაც ჩვენ გვაქვს ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ განსაზღვრას საქართველოს პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში და საქართველოსთვის ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. შესაბამისად, ჩვენი უკრაინელი მეგობრებისგანაც, ჩვენ მოველით შესაბამისად იქნება შეფასებული ის რისკები, რაც საქართველოს წინაშე დგას, ის საფრთხეები, რასაც ჩვენი ქვეყანა ყოველდღიურად უყურებს და ის გმირობა, რასაც საქართველო თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ყოველდღიურად აკეთებს საერთაშორისო ასპარეზზე, ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებას, მე აბსოლუტურად ვეთანხმები“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
სხვა სიახლეები
საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, 30-31 მაისს თბილისში იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება გაიმართა....
პარლამენტის წევრები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. ...
დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციისთვის, ბოლო წლებში, ისე, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზ...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბერლინში გამართულ კლიმატისა და უსაფრთხოების კონფერენციაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა. ...
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის" აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ელიზბარაშვილს შეხვდა. ...
ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხად...
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს....
კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინის“ ბრენდით ცნობილ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ კომპანია „ვიონ ჯორჯია ჰოლდინგ B.V“-ის კუთვნილ „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100-პროცენტიანი წილის გასხვისებაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. „კომუნიკაციების კომისიას ...
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ....