დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტზე - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელა.
კანონპროექტი ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის გარკვეული გადასახადების გადახდის გადავადებას და სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს.
მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილის განმარტებით, ცვლილების შემუშავების მიზეზი პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შეზღუდვა იყო. მისივე თქმით, პროექტის მიღება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების, განსაკუთრებით კი, ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ხელშეწყობას უზრუნველყოფს.
როგორც დავით სონღულაშვილმა განმარტა, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, სასტუმროების და განთავსების მსგავსი საშუალებები თავისუფლდება ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება საგადასახადო კოდექსის თანახმად, 2022 წელს არის გათვალისწინებული.
მისივე თქმით, საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება გამოყენებულია ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში, ასევე, რესტორნებისა და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობებისთვის გამოყენებულ ქონებაზე. აღნიშნული ცვლილება გავრცელდება ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორების და სხვა დაჯავშნის მომსახურების, ასევე, მათთან დაკავშირებული საქმიანობებისთვის გამოყენებულ ქონებაზე.
კანონპროექტით განსაზღვრულია, რომ საწარმო ან ორგანიზაცია არ თავისუფლდება ქონების გადასახადისგან მიმდინარე გადასახდელის სახით და იგი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, მიუხედავად ამ ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათისა, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, რადგან 2022 წლის 1 აპრილიდან ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი გადასახადის გადამხდელების მიმართ წარმოშობილია აღიარებული საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა გათვალისწინებითაც მათ შესაბამისი საურავები ერიცხებათ. როგორც დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ეს მძიმე ტვირთად აწვება იმ გადამხდელებს, რომლებზეც პროექტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი ვრცელდება.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.
სხვა სიახლეები
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. ...
თამბაქოს იმპორტირებულ ნაწარმზე 1 სექტემბრამდე საგამონაკლისო ნორმები დაწესდება. „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს....
საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ნოემბრისათვის 36.35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 487.37 მლნ ლარით, ანუ 1.36%-ით მეტია პირველი ოქტომბრისთვის არსებულ მაჩვენებელზე....
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 18 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარი 3.1435 ლარი ეღირება, ევრო – 3.5562 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2230 ლარი. ...
კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი. ...
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საპორტო (სტივიდორული) მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული ბაზრების მონიტორინგი დაასრულა. მონიტორინგის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016-2019 წლებს....
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.1387 ლარი ეღირება, ევრო – 3.8273 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.4500 ლარი. ...
ტურიზმის აღდგენის და მგზავრთნაკადის ზრდის პროცესი გრძელდება საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტში, რადგან უკვე ზაფხულის სეზონია, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი აღადგენს თავის სიმძლავრეებს, უკვე 68%-ზეა ასული 2019 წლის მაისთან შედარებით....
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით 2020 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა კლებამ წინა წელთან შედარებით 6.2% შეადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებელმა შეადგინა 5, 2%. ვაჭრობის კუთხით შემცირება იყო 14, 6%-ით....
მთავარი საქართველოს ინტერესია, რომ ჩვენ ენერგეტიკულად ძლიერი, დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყოთ და საკუთარი, ადგილობრივი განახლებადი რესურსი განვითარდეს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ „ნახავანჰესის“ საკითხზე საუბრისას განაცხადა....