უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ნამდვილად სასარგებლო იქნება, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები და აღნიშნა, რომ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი.
„უკრაინასა და აქ, საქართველოში გარკვეულ ადამიანებს შორის ურთიერთბრალდებების საკითხს რაც შეეხება, მე არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ამ ომში. სინამდვილეში, მე მოვისმინე, რომ ადამიანები არიან ძალიან ფრთხილი და ძალიან სენსიტიური იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია რუსული ძალები. საქართველომ უკვე გამოიარა თქვენს მოქალაქეებზე რუსეთის ძალების თავდასხმისა და თქვენი ტერიტორიის ოკუპაციის მტკივნეული გამოცდილება. ასე რომ, ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს ყველასთვის, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები. ამგვარ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი. ამგვარი თავდასხმები საქართველოს ნაწილებად ანგრევს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს აბედნიერებს და მხოლოდ რუსულ მიზნებს ემსახურება. ასე რომ, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, საქართველოსთვის, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, კელი დეგნანმა ისაუბრა საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ დიდი ხანია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩემი ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საქართველოს მოწყვლადობას მაშინ, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას. ჩვენ დიდი ხანია, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვაგრძელებთ ამის კეთებას.
ჩვენ ახლა აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, გახდნენ უფრო ძლიერი, რათა დაიცვან საქართველოს საზღვრები. ეს არის სანაპირო დაცვა, სასაზღვრო პოლიცია, საქართველოს თავდაცვითი ძალები, ეროვნული გვარდია. ყველა მათგანი არის ბევრად ძლიერი, ბევრად უნარიანი, არა მხოლოდ აშშ-სთან ერთად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობით, არამედ ავღანეთსა და ერაყში აშშ-სთან ერთად მსახურებით. ასე რომ, ვიტყოდი, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი რჩება ძალიან ძლიერი და ჩემი ლიდერები ამის შესახებ მკაფიოდ აცხადებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
სხვა სიახლეები
„ჩეხეთისთვის საქართველო არის პრივილეგირებული, მეგობრული ქვეყანა და ეს ყველაფერი უნდა ავსახოთ ქმედით ნაბიჯებშიც - გვსურს, განვავითაროთ თანამშრომლობა მთელ რიგ დარგებში“,- ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან შეხვ...
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით კითხვარს 11 აპრილს გადასცემენ....
ონლაინკაზინოებთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ...
არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში ჩამოსვლის დაანონსების კომენტირებისას....
აზიის განვითარების ბანკმა 2021 წელს აზიის განვითარების პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდეს. კერძოდ, თუკი აპრილში ბანკში ზრდის პროგნოზს 3.5%-ის დონეზე ვარაუდობდნენ, ახლა თავისუფლად ამბობენ, რომ 2021 წლის ბოლოს საქ...
კონსტიტუციური პროექტის შექმნამდე, შეჯერებამდე ძალიან სერიოზული საუბრები და კონსულტაციები იყო, რომლის შედეგადაც მივიღეთ ისეთი პროდუქტი საკონსტიტუციო ცვლილებების სახით, რომელიც ბევრი არ გვქონია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იმ თვალსაზრისით, რომ სახელისუფლო პარტიის და ოპოზიციური სპექტრის ფართო წრის ერთობლივი...
მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და ტოკიოს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა....
ნებისმიერი ძალადობა დაუშვებელია, შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის კულტურასთან ტრადიციებთან და მომავალ მისწრაფებებთან, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი....
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე დადასტურებულია, რომ ივლისის პირველ კვირაში ქვეყანაში ეტაპობრივად შემოვა რამდენიმე დასახელების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა....
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, აშშ-ის სენატში ინიცირებული რეზოლუცია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს....