ყველაფერი, რაც ომმა გაანადგურა, აღდგება. უკრაინის აღდგენა ახლა უნდა გახდეს ისეთივე ისტორიული მაგალითი მომავლისთვის, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული ქვეყნების აღდგენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც ვირტუალურ რეჟიმში მიმართა დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას „უკრაინისთვის“.
„ჩვენ ვთავზობთ ჩვენს პარტნიორებს, ცივილიზებულ და პასუხისმგებლიან ქვეყნებს, აიღონ საკუთარ თავზე უკრაინის იმ რეგიონების, ქალაქებისა და ინდუსტრიების მფარველობა, რომლებიც დაზარალდნენ რუსეთის მიერ დაწყებული ომით, რაც ნიშნავს, რომ იმუშაონ ჩვენთან ერთად ამ რეგიონების, ქალაქებისა და ინდუსტრიების სრული აღდგენის უზრუნველსაყოფად. პატრონაჟის ამგვარ პროექტს შეუძლია, შექმნას თავისუფალი მსოფლიოს სახელმწიფოებს, რეგიონებს შორის, ევროპისა და დემოკრატიული სახელმწიფოების ქალაქებსა და კომპანიებს შორის ურთიერთქმედების და პარტნიორობის ახალი ისტორიული მაგალითი“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა.
„უკრაინამ სწრაფად უნდა იმოძრაოს ევროკავშირისკენ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებით, რაც მას ახლავე უნდა მიანიჭონ, ომის პირობებში და სპეციალურად შემოკლებული პროცედურით ევროკავშირის წევრობის მოსაპოვებლად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი იყო დაგეგმილი, როგორც მზადება ერთიან ევროპაზე დარტყმის მისაყენებლად. ასე რომ, მეტი ერთიანობა იქნება ძლიერი პასუხი ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომ, უკრაინის წევრობა ევროკავშირში უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები. მე ვიცი, რომ ჩვენ მზად ვართ ამ ნაბიჯებისთვის და თქვენც იცით ეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს უმრავლეოსობას ეს კარგად ესმის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სხვა სიახლეები
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები იმ უკრაინელი სამხედროების გადარჩენაში მონაწილეობენ, რომლებიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში თავს იცავენ....
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავებას ელის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა....
ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, იზრუნოს „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე....
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებებზე უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა....
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში გამოსვლისას უკრაინა-ბრიტანეთის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება....
უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ სამრეწველო კომპლექსიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობები დღეს შეფერხდა....
კიევის ოლქში რუსების მიერ უკვე 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულე...
რუსეთი ზელენსკისგან ითხოვს ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, შეწყვიტონ წინააღმდეგობა და გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა....
ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია მათი ვინაობა თუმცა ფაქტს ადასტურებენ ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ...
ბუნდესვერის საწყობებში დასრულდა იარაღის მარაგი, რომლის მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლებოდა. თუმცა, სახელმწიფო მრეწველობა გააგრძელებს უკრაინელი დამცველების მომარაგებას....