კომუნიკაციების კომისიამ „ბილაინის“ ბრენდით ცნობილ „ვიონი საქართველოს“ მფლობელ კომპანია „ვიონ ჯორჯია ჰოლდინგ B.V“-ის კუთვნილ „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100-პროცენტიანი წილის გასხვისებაზე თანხმობა გასცა.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
„კომუნიკაციების კომისიას „ვიონი საქართველომ“ ფიზიკურ პირ ხვიჩა მაქაცარიას მიერ „ვიონ ჯეორჯია ჰოლდინგს B.V“-სგან „ვოთერთრაილ ინდასტრიზისა“ და „ინვესტიკო ალიანსეს“ 100-100%-იანი წილების შეძენაზე წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნით 2022 წლის 4 აპრილს მიმართა. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომუნიკაციების კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.
შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. კანონმდებლობის შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილია, შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე/შეძენაზე, ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება ტრანზაქციის გამოკვლევის თაობაზე საქმის წარმოება დაიწყოს.
საკითხის შესწავლის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ მიიჩნია, რომ ხვიჩა მაქაცარიას მიერ აღნიშნული კომპანიების წილების შეძენა ელექტრონულ საკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ კონკურენციაზე გავლენას არ მოახდენს და აღნიშნული ტრანზაქცია თავსებადია ელექტრონული კომუნიკაციების ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოსთან. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ წილების გასხვისებაზე წინასწარი თანხმობის გაცემის გადაწყვეტილება მიიღო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, 30-31 მაისს თბილისში იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება გაიმართა....
პარლამენტის წევრები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. ...
დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციისთვის, ბოლო წლებში, ისე, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზ...
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ბერლინში გამართულ კლიმატისა და უსაფრთხოების კონფერენციაში ონლაინ ფორმატში მიიღო მონაწილეობა. ...
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე ნინო წილოსანი გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელს და ასოციაცია ,,ქალი და ბიზნესის" აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ელიზბარაშვილს შეხვდა. ...
ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხად...
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს....
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. ...
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე „გმირთა სავანე“ იმყოფებოდნენ....
საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები წვრთნისა და შეფასების პროგრამას გადიან, რომელსაც საბრძოლო მომზადების ცენტრი (CTC) ახორციელებს. ...