პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე იტალიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროპის ერთ-ერთი უდიდესი საკონცერტო დარბაზის- “Santa Cecilia Hall” პრეზიდენტს მიკელე დალ’ონგაროს შეხვდა.
შეხვედრაზე სახელოვნებო განათლების რეფორმაზე და კულტურის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაზე და კანონპროექტებზე ისაუბრეს. მხარეებმა იტალიაში ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაზეც იმსჯელეს.
„ვისაუბრეთ სამომავლო თანამშრომლობასა და ორი ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსების ერთობლივ პროექტებში ჩართვის შესაძლებლობაზე. საუბარი შეეხო ბათუმის საერთაშორისო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ერთი დღე სწორედ საქართველო-იტალიის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30 წლის იუბილეს მიეძღვნება. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელობაზე. აღვნიშნეთ, რომ ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დაგეგმილი აქვს მთელი რიგი რეფორმები, რათა კიდევ უფრო გაღრმავდეს კულტურული ურთიერთობები“, განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე.
სხვა სიახლეები
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, პარიზში ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის გამომცემელთა ნაციონალური სანდიკატის (SNE) გენერალურ დირექტორს პიერ დუტიოს შეხვდა. ...
„ფონდ „ქართუს“ დახმარებით ჩვენ გვექნება თეატრი, რომელიც ყველა თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს“ - ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა....
კულტურის კომიტეტის თავჯდომარე ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატის კულტურის, განათლების და კომუნიკაციის კომიტეტის თავჯდომარეს ლორან ლაფონს შეხვდა. ...
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ მონაწილეობა მიიღო ცნობილი მკვლევარისა და მეცნიერის, ნატო მარშანიას წიგნის „აფხაზი არისტოკრატები ემიგრაციაში“ პრეზენტაციაში....
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა. ...
დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი, ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სრულად განახლებული ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა....
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროს ირაკლი გვილავას და კულტურის ობიექტების მართვის და დაგეგმარების განყოფილების უფროსს ცირა შალაშვილს შეხვდნენ. შეხვედ...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომღერლის, ლოტბარისა და კომპოზიტორის, დიდი ქართველი მოღვაწის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, კოლეგებსა და სრულიად საქართველოს, – ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაცი...
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს. სამუშაო შეხვედრები ამჯერად კულტურის სფეროში მოქმედ სამ უმაღლეს სასწავლებელში - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ს...
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დარგობრივი სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს....