დავით სონღულაშვილი: საქართველოს, როგორც დიდი ენერგო პოტენციალის მქონე ქვეყანას, შეუძლია შეასრულოს ხიდის როლი ევროპასა და აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის2022-05-31 16:10:35

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა2022-05-31 16:08:23

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს2022-05-31 16:05:11

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინი დღეების თბილისში წელსაც გაიმართა2022-05-31 16:03:27

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დეპუტატებმა №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები მოინახულეს2022-05-31 15:57:10

ჯო ბაიდენი - აშშ აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, ვაცხადებ ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალით უზრუნველყოფს

რობერტა მეცოლა - წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ევროკავშირს შეურთდებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ ამავე იმედით, მინდა, მათ ჩვენსავით სჯეროდეთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, პირობას ვდებთ, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ

07.05.2022

14:14

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში, უახლოეს კვირებში ომის კიდევ უფრო გამწვავებაა მოსალოდნელი

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავებას ელის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მედია წერს, ამავდროულად სტოლტენბერგმა მხარი დაუჭირა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას.

„გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ატომური ომის მოგება შეუძლებელია და არ უნდა იყოს წარმოებული, მათ შორის რუსეთის მიერ“.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია არ ფლობს რაიმე მონაცემებს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ პუტინის მუქარის მიუხედავად, უკრაინაში რუსული შეჭრის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის ატომური არსენალი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

07.05.2022

14:31

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვმუშაობთ დიპლომატიური საშუალებებით „აზოვსტალში“ მყოფი სამხედროების გადარჩენისთვის, ჩართული არიან გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ გავლენიანი შუამავლები და სახელმწიფოები იმ უკრაინელი სამხედროების გადარჩენაში მონაწილეობენ, რომლებიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში თავს იცავენ....

05.05.2022

19:47

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს - იზრუნეთ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც „აზოვსტალში“ ტანჯვით იღუპებიან

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, იზრუნოს „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე....

05.05.2022

19:16

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის ევროკავშირში წევრობა უნდა იყოს აბსოლუტური რეალობა, არა უბრალოდ დაპირებები ან პერსპექტივა, არამედ პრაქტიკული ნაბიჯები

ყველაფერი, რაც ომმა გაანადგურა, აღდგება. უკრაინის აღდგენა ახლა უნდა გახდეს ისეთივე ისტორიული მაგალითი მომავლისთვის, როგორც ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული ქვეყნების აღდგენა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც ვირტუალურ რეჟიმში მიმართა დონორთა მაღალი...

05.05.2022

19:05

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებებზე თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა ვალერი ზალუჟნიმ ხარკოვისა და იზიუმის მიმართულებებზე უკრაინის თავდაცვის ძალების კონტრშეტევაზე გადასვლის შესახებ გამოაცხადა....

03.05.2022

17:07

ვოლოდიმირ ზელენსკი - მადლობას ვუხდი გაერთიანებულ სამეფოს, რომელიც მზად არის, იყოს ჩვენი უსაფრთხოების გარანტორი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარლამენტში გამოსვლისას უკრაინა-ბრიტანეთის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება....

02.05.2022

17:30

„როიტერი“ - „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეფერხდა

უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ სამრეწველო კომპლექსიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობები დღეს შეფერხდა....

02.05.2022

17:25

მედიის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, კიევის ოლქში 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეა ნაპოვნი

კიევის ოლქში რუსების მიერ უკვე 1 200-ზე მეტი მოკლული მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია კიევის ოლქის პოლიციის უფროსის, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „სამწუხაროდ, ჩვენ თითქმის ყოველდღე ვაკეთებთ საზარელ აღმოჩენებს და ვაფიქსირებთ რუსეთის არმიის დანაშაულე...

02.05.2022

17:20

სერგეი ლავროვი - რუსეთი ზელენსკისგან ითხოვს, ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, შეწყვიტონ წინააღმდეგობა და გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები

რუსეთი ზელენსკისგან ითხოვს ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, შეწყვიტონ წინააღმდეგობა და გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა....

09.04.2022

17:37

ირაკლი ოქრუაშვილი - უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, დაჭრილია 5

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია მათი ვინაობა თუმცა ფაქტს ადასტურებენ ქართველი მეომრები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. ...

09.04.2022

15:53

გერმანიის თავდაცვის მინისტრი - ბუნდესვერის საწყობებში დასრულდა იარაღის მარაგი, რომლის მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლებოდა, თუმცა, სახელმწიფო მრეწველობა გააგრძელებს უკრაინელების მომარაგებას

ბუნდესვერის საწყობებში დასრულდა იარაღის მარაგი, რომლის მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლებოდა. თუმცა, სახელმწიფო მრეწველობა გააგრძელებს უკრაინელი დამცველების მომარაგებას....