ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ იმედით. მინდა, ადამიანებს ჩვენსავით სჯეროდეთ და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ ვართ მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი, არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა, უნდა შევძლოთ ლიდერობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა , რობერტა მეცოლამ ფლორენციაში, ევროპის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მეცოლამ ევროპის მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რის წინაშეც კონტინენტი ახლა დგას.
„ვიდრე ვისაუბრებთ იმაზე, როგორი უნდა იყოს ევროპა, მჯერა, რომ გვჭირდება იმის გააზრება, რა არის ევროპა და ხალხს როგორი უნდა, რომ იყოს ის. ევროპარლამენტის პრეზიდენტის რანგში ჩემი პირველი სიტყვით გამოსვლის დროს ვთქვი, რომ მე ვარ იმ თაობის წარმომადგენელი, რომელსაც არც ძველი და არც ახალი ევროპა უნახავს. ჩვენ ერასმუსის პირველი თაობა ვართ, ვალესას და ჰაველის ბოლო თაობა. 18 წლის წინ პირველ მაისს, ვალეტაში ვიდექი, მთელი ქვეყანა წუთებს ვითვლიდით, მანამდე ვიდრე მალტა ცხრა ქვეყანასთან ერთად ევროკავშირს შეურთდა. ახლაც ვიხსენებ აურაცხელი შესაძლებლობების, იმედის და მომავლის რწმენის განცდას. ევროპაში ომის ფონზე სწორედ ეს სულისკვეთება, ენთუზიაზმი, მკაფიო მიმართულება არის ის, რისი ნახვაც მინდა ევროპის მიმართულებად.
ადამიანები უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ იმავე კუთვნილების განცდით და იმედით. მინდა, ადამიანებს სჯეროდეთ, როგორც ჩვენ გვჯეროდა და ამისთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ეკონომიკური ბლოკი, ჩვენ არ ვართ მხოლოდ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა. ჩემი თაობისთვის ევროპა კლიშეა საერთო ოცნებაზე, საერთო ღირებულებებზე, საერთო მომავალზე, ერთად ყოფნაზე. ჩვენთვის ევროპა მომავალია. ის ყოველთვის იყო მომავალი. ჩვენ ვერ უარვყოფთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებებში პოლარიზაცია გაიზარდა. ჯერ კიდევ ბევრი ადამიანია, რომელიც თავს დაკარგულად გრძნობს. ჩვენ უნდა შევძლოთ ლიდერობა, ჩვენ უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი უკრაინის ომის საკითხს შეეხო და აღნიშნა, არსებობს 24 თებერვლამდე რეალობა და რეალობა 24 თებერვლის შემდეგ.
„არსებობს 24 თებერვლამდე რეალობა და 24 თებერვლის შემდეგ რეალობა. მსოფლიო შეიცვალა. უნდა გავიგოთ, რომ გლობალური დემოკრატიის დღის წესრიგი ახლა ისე მძიმედ წევს ევროპის მხრებზე როგორც არასდროს, ჩვენ უნდა შევძლოთ ამის ტარება. ეს ჩვენი მომენტია, მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ დგება, მომენტი, როცა უნდა გავიგოთ, რომ ევროპა ბუჩას ქუჩებშიცაა, მარიუპოლის გვირაბებშიც, ირპენის თავშესაფრებშიც და ზმეინის კუნძულის ნაპირებთანაც“, – განაცხადა მეცოლამ.
სხვა სიახლეები
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა ინფორმაცია უკრაინისთვის გადასაცემი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის თაობაზე. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკელმა ლიდერმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა. ...
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი ყოველდღიურად სჩადის ომის დანაშაულებს. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას. ...
ჰუმანიტარული დახმარების სახით, შვედეთი უკრაინას დამატებით 23 მილიონ დოლარს გამოუყოფს, – ამის შესახებ დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში – „უკრაინისთვის“ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა. შვედეთის ლიდერი პოლონეთში მიმდინარე კონფერენციის ერთ-ერთი თანამასპინძელია....
ვარშავაში დონორთა კონფერენციის მონაწილეებმა უკრაინის დასახმარებლად 6.5 მილიარდი დოლარი შეაგროვეს. ამის შესახებ უკრაინული მედია პოლონეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს....
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი შესაძლოა, 9 მაისს ოფიციალურად გამოაცხადოს. როგორც „სიენენი“ იტყობინება, ამერიკელ და დასავლელ მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ ომის ოფიციალურად გამოცხადება რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის სარეზერვო ძალების სრული მობილიზაციის საშუალებას მისცემს....
გერმანიის ბუნდესტაგი ადასტურებს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისადმი მხარდაჭერას ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს. ...
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. დახვედრის ცერემონია ბერლინ-ბრანდერბურგის საერთაშორისო აეროპორტში საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა....
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის ხელმძღვანელობა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის ხელმძღვანელს, გენერალ ალექსანდრე დვორნიკოვს ჩააბარა....
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს....
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და განაცხადა, რომ ის იქცევა არა როგორც თანამედროვე ლიდერი, არამედ გასული საუკუნეების რეალობაში მცხოვრები. ...