საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ ვიორელ ჩერჩიუსს შეხვდა.
შეხვედრაზე, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ საქართველო და მოლდოვა საერთო გამოწვევების წინაშე დგანან. მისი თქმით, ამ ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაღრმავდეს გამოცდილების გაზიარების კუთხით.
„საქართველო, ისევე როგორც მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მუშაობს. მნიშვნელოვანია, ერთობლივი ძალისხმევით, ეს პროცესი ჩვენი ქვეყნებისთვის დადებით შედეგამდე მივიდეს. საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მოლდოვის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია მეღვინეობის, მეხილეობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა.
„ევროკავშირის დებულებების გათვალისწინებითა და გამოცდილების გაზიარებით, ჩვენ მივაღწევთ საერთო წარმატებას”, – განაცხადა ვიორელ ჩერჩიუსმა.
ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში მიმდინარე საომარი მდგომარეობის გამო, დღის წესრიგში დგას მარცვლეულის ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხი. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მარცვლეული კულტურების წარმოების მიმართულებით მოლდოვას გამოცდილების გაზიარება.
მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარაძე ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გასვლითი სხდომის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის საკითხებს ეძღვნებოდა, კომიტეტის წევრები, ექსპერტები, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლები ენგურის ჰიდროელექტრო სადგურს ეწვივნენ და რეაბილიტირებული კაშხალი დაათვალიერეს....
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. ...
საქართველო კითხვარის მეორე ნაწილს ევროკომისიას 10 მაისისთვის გადასცემს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა....
საქართველოც და მოლდოვაც შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. ჩვენ მათი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულნი ვართ, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა....
ვგმობთ რუსეთის მასშტაბურ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, რაც არის ნათელი და უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის, კანონმდებლობისა და გაერო-ს ქარტიის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა....
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს დანაშაულის გამო აქვს გამოტანილი განაჩენი და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. მისივე თქმით, სწორედ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ყველაზე საბაზისო პრინციპი....
საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული ოფიციალური განაცხადი და საქართველოსა და შვედეთის ურთიერთობები იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ულრიკ თიდესტრომის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები....
დარწმუნებული ვარ, მალე მივიღებთ ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის პასუხებს, – ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა განაცხადა....
ოჯახის პოზიცია არ მიკვირს. გასაგებია, ოჯახი თავისი ოჯახის წევრის პატიმრობიდან დახსნას და მისი მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობს. ...
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელისთვის ევროკომისიის კითხვარის პირველი ნაწილის გადაცემას საქართველოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ...