დავით სონღულაშვილი: საქართველოს, როგორც დიდი ენერგო პოტენციალის მქონე ქვეყანას, შეუძლია შეასრულოს ხიდის როლი ევროპასა და აზიის ენერგეტიკულ ბაზრებს შორის2022-05-31 16:10:35

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ლატვიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა2022-05-31 16:08:23

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს2022-05-31 16:05:11

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინი დღეების თბილისში წელსაც გაიმართა2022-05-31 16:03:27

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დეპუტატებმა №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი ბავშვები მოინახულეს2022-05-31 15:57:10

ჯო ბაიდენი - აშშ აგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მამაცი ხალხის მიმართ, ვაცხადებ ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც უკრაინას დამატებითი საბრძოლო მასალით უზრუნველყოფს

რობერტა მეცოლა - წუთებს ვითვლიდით, ვიდრე მალტა ევროკავშირს შეურთდებოდა, უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, დასავლეთ ბალკანეთში ახლა ევროპას უყურებენ ამავე იმედით, მინდა, მათ ჩვენსავით სჯეროდეთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი - ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ, პირობას ვდებთ, რომ უკრაინის მოსახლეობისთვის 200 მილიონ ევროს გამოვყოფთ

31.05.2022

16:05

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

არარეგისტრირებული, უმეტესად ლენტური ტიპის სახერხი საამქროები მოქალაქეებს, იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული. 

3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში - დობერაზენსა და ინჩხურში, მოქალაქეებს, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების ტერიტორიებზე, განთავსებული ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული  წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), წაბლის სახეობის 4 ერთეული მორი და 0,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).  სოფელ ნოხაში კი, მოქალაქეს, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი, საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

თითო-თითო სამართალდარღვევაა გამოვლენილი კახეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთისა და აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ახმეტის, ხელვაჩაურისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. ასევე - ქალაქ ქუთაისში, სადაც სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 0.7 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის ფიცარიც ჰქონდა განთავსებული. 

1 უკანონო სახერხი საამქრო  გამოავლინეს  გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმაც.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სასადილოში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 1 კუბური მეტრი მოცულობის „ნაგვერდულიც“ ჰქონდა განთავსებული.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

31.05.2022

15:48

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული გ.გ. თბი...

03.05.2022

14:08

პოლიციამ ბორჯომში ოჯახში ძალადობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევ...

22.11.2021

12:16

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 13 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ...

22.11.2021

12:13

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 25 ნოემბერს დაიწყება

„პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ოთხ კანდიდატთან გასაუბრების პროცესი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხუთშაბათს, 25 ნოემბერს დაიწყება. კომიტეტი დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრება. ...

18.11.2021

19:37

პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს....

17.11.2021

17:31

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ თაღლითურად მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა და დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დანაშაულებრივი სქემის მონაწილე დააკავა....

28.09.2021

20:37

კახეთის პოლიციამ ღვინის ქარხნებში ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, კახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით დააკავეს ორგანიზებული ჯგუფის წევრები, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლ...

22.09.2021

16:08

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბ...

22.09.2021

15:55

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დმანისის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, დმანისში 1 პირი - 1993 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს. ...

16.08.2021

16:24

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი დალუქა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორანი „ჩვენებური“დალუქეს....