თეა წულუკიანი: „იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს“2019-03-20 21:59:28

წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს ბანკის მხარდაჭერით დასრულებული წყალმომარაგების პროექტები გააცნო2019-03-20 21:13:21

ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიას: როგორც კონსტიტუციაში ვერ გაერკვიეთ, ასევე, კაბინეტშიც ვერ გაერკვიეთ2019-03-20 20:57:52

სალომე ზურაბიშვილი ბოლნისში ადგიობრივ მოსახლეობას შეხვდა2019-03-20 20:56:41

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა2019-03-20 20:53:55

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

11.03.2019

17:08

ზუგდიდში წელს 50 მილიონზე მეტი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მიმდინარე წელს 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება - ამის შესახებ  ენგურის ადმინისტრაციულ ერთეულში (ე.წ. კომბინატისდასახლება) მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

სახელმწიფო რწმუნებული, ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმ კორპუსების ეზოებში, იმყოფებოდა სადაც წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. ენგურის დასახლებაში, ექვსი ეზოს კეთილმოწყობისთვის მერიას ტენდერი გამოცხადებული აქვს, რისთვისაც 900 ათას ლარამდე იხარჯება. ამავე დასახლებაში მოეწყობა ახალი საბავშვო-გასართობი მოედანი.

„ეს დასახლება ძალიან ცუდმდგომარეობაში იყო და სამწუხაროდ ნაკლები ყურადღება ექცეოდა. მე აქამდე არ მოვსულვარ ენგურის დასახლებაში თქვენთან შესახვედრად, რადგან მინდოდა მოვსულიყავი კონკრეტული საქმით და არა ხელცარიელი. შიდა ეზოების და საბავშვო მოედნების კეთილმოწყობის გარდა, წელს გადაიჭრება თამარ მეფის გამზირის რეაბილიტაციის პრობლემა. ზუგდიდში წელს მთავრობის დადგენილებით 10 ქუჩის სრული რეაბილიტაცია მოხდება, მათ შორისაა თამარ მეფის გამზირი“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

თამარ მეფის გამზირის გარდა ენგურის დასახლებაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხელაიას და ჯანაშიას ქუჩებს. გზის საფარის დაგებასთან ერთად მოხდება სანიაღვრეების და ტროტუარების მოწესრიგება. ჯამში ქალაქის ქუჩების რეაბილიტაციისთვის მიმდინარე წელს 29 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. გარდა ამისა სოფლებში დაგეგმილია 16 გზის რეაბილიტაცია.

აღნიშნულ პროექტებზე გიორგი შენგელიამ ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია  მიწოდა, მათ შორის წყალმომარაგების პროექტზე, რომელიც ზუგდიდის 24 საათიან წყალმომარაგებას გულისხმობს და მიმდინარე წელს დასრულდება.

შეხვედრაზე, სახელმწიფო რწმუნებულმა და მერის პირველმა მოადგილემ სხვადასხვა საჭიროებებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინიციატივები მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.03.2019

20:56

სალომე ზურაბიშვილი ბოლნისში ადგიობრივ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში სტუმრობისას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების პოტენციალზე ისაუბრა. ...

19.03.2019

17:23

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პროექტი „არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“ - გრძელდება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია განაგრძობს “არაფერი მოქალაქეებზე-მოქალაქეების გარეშე“. პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ამჯერად ნარაზენსა და შამადელაში ჩატარდა. ...

19.03.2019

17:17

მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას იწყებს. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) დააფინანსებს. ...

18.03.2019

19:41

,,დანერგე მომავლის" ფარგლებში სენაკში 6 ჰექტარზე ლურჯი მოცვის პლანტაცია ეწყობა

სამეგრელო-ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტის ფოცხოს ადმინისტრაციულ ერთეულში ლურჯი მოცვის პლანტაცია დაათვალიერა. ...

18.03.2019

19:02

ლია-პალურისგზის რეაბილიტაცია სრულდება

ლია-პალური6 კილომეტრიანი გზისსარეაბილიტაციოსამუშაოებიდასრულებისეტაპზეა. ამჟამადეზოებშიშესასვლელებისმოწყობამიმდინარეობს. ...

12.03.2019

20:09

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის, ზედაეწერისა და ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ...

08.03.2019

20:23

ზუგდიდის მერიამ წარმატებული ქალბატონები დააჯილდოვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელევს. ...

08.03.2019

18:58

ზუგდიდში, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალთა დღე 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს მიულოცეს

ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა მაიზერ ნანავამ და მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, 100 წელს გადაცილებულ ქალბატონებს 8 მარტი, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, თაიგული მიართვეს და საოჯახო ტექნიკა საჩუქრად გადასცეს. ...

04.03.2019

19:42

გიორგი გახარიამ ბოლნისში პოლიციის ახალი შენობა გახსნა

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა. ...

27.02.2019

19:02

ფოთის კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე 130 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

საქართველოს რეგიონებში წყალარინების (კანალიზაციის) ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით (ADB), ფოთში წყალარინების ქსელის მოწყობა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს. სამუშაოებს, ADB-ის მისიასთან ერთად, ადგილზე ...