თეა წულუკიანი: „იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს“2019-03-20 21:59:28

წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს ბანკის მხარდაჭერით დასრულებული წყალმომარაგების პროექტები გააცნო2019-03-20 21:13:21

ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიას: როგორც კონსტიტუციაში ვერ გაერკვიეთ, ასევე, კაბინეტშიც ვერ გაერკვიეთ2019-03-20 20:57:52

სალომე ზურაბიშვილი ბოლნისში ადგიობრივ მოსახლეობას შეხვდა2019-03-20 20:56:41

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა2019-03-20 20:53:55

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

11.03.2019

18:26

ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხზე ახალი ინიციატივით გამოვიდა

პარლამენტის წევრმა, ეკა ბესელიამ მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადების ინიციატივის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

„პარლამენტმა ჩვენს ინიციატივას, რომელიც გულისხმობდა მოსამართლეთა უვადოდო განწესების შეჩერებას, მხარი არ დაუჭირა იმ საბაბით, რომ თითქოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო საბაბი და არ მიზეზი.

ლუსტრირებისთვის და იმისთვის, რომ გამოჩნდეს რეალურად  არის თუ არა პარლამენტი მზად საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილს შეეხმიანოს და ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის განწყობას უპასუხოს, დავიწყოთ ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას, რომელიც გარანტიას შექმნის, რომ ვიდრე არ დასრულდება ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა, ვიდრე არ შეიქმნება იმის გარანტიები, რომ ქვეყანას ეყოლება ნდობის მანდატით აღჭურვილ იუსტიციის უმაღლესი საბჭო, იქამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი აღარ დადგება დღის წესრიგში“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იგი თავის კოლეგებთან ერთად შემდეგი კვირიდან დაიწყებს კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებთან.

„ვიწყებთ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს. კონსულტაციების მიზანია, რომ კონსტიტუციის გარდამავალი დებულებების თანახმად,  მომზადდეს ახალი ინიციატივა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდო განწესების საკითხზე ისეთ შინაარს ჩადებს, რომელიც მომავალშიც დააზღვევს მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხს, რომ არ მოხდეს მცდარი გადაწყვეტილების მიღება. ეს ცვლილება შეეხება იმ მოსამართლეებსაც, ვინც უკვე უვადოდ განწესდა“,-აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

ეკა ბესელიას განცხადებით,  იმისთვის, რომ კონსტიტუციური ცვლილება და ინიციატივა  დარეგისტრირებული იყოს, საჭიროა 76 ხმა საქართველოს პარლამენტში ან 2000ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა.

„ამ კონსულტაციების მიზანი იქნება, რომ საქართველოს პარლამენტში შეგროვდეს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ვინც ამ ინიციატივას მოაწერს ხელს და მხარს დაუჭერს და გამოჩნდება იმ ადამიანების პოზიცია, ვინც ამბობდა, რომ ამ იდეის მხარდაჭერას კონსტიტუციის ცვლილება ჭირდებოდა  და არ ეყოფოდა მხოლოდ ორგანული კანონის ცვლილება ანუ რეალურად გამოჩნდება ვინ უჭერს  მხარს ამ იდეას.

პარალელურ რეჟიმში, თუკი ვერ მოგროვდება საქართველოს პარლამენტში 76 დეპუტატი, ჩვენ შევაგროვებთ 200 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერას და ამ კონსტიტუციური ცვლილების პროექტის ინიცირებას დავიწყებთ საქართველოს პარლამენტში“ -განაცხადა პარლმენტის წევრმა.

ეკა ბესელიამ,  ასევე, ისაუბრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირებულ ორ კანონპროექტზე.

„ჩვენი ახალი ინიციატივა, რომელიც დღეს უკვე  წარედგინა ბიუროს და დარეგისტრირდა, შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კრიტერიუმებს, წესს და პროცედურას.  კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ კანონპროექტის  წაკითხვის შემდეგ ყველა კარგად დაინახავს, რომ ამ ცვლილებით ჩვენ ვაზღვევთ  იმ რისკებს, რომ უზენაესს სასამართლოში არ მოხდეს ისეთი მოსამართლეების არჩევა, რომელთა მიმართ საზოგადოებას ექნება უნდობლობა. ამ ორი კანონპროექტის შედარებით ნათელია, რომ ჩვენი კანონპროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში გარანტირებული იქნება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ დაბლოკავს იმ ადამიანებს და იმ კანდიდატებს, რომელთა მიმართ ექნება საკუთარი ინტერესი.  პარლამენტს წარედგინება გრძელი სია და პარლამენტს ექნება მთავარი მანდატი დაიწყოს ღია, გამჭვირვალე პროცესი ამ მოსამართლეთა ასარჩევად.

მეორე კანონპროექტის უკან რეალურად დგას იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ის მოსამართლეთა ჯგუფი, რომელთა ინტერესია დღეს მართლმსაჯულება განკარგოს, როგორც საკუთარი პრივატული კერძო სფერო და ეს კანონპროექტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას“, -განაცხადა ეკა ბესელიამ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.03.2019

21:59

თეა წულუკიანი: „იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს“

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს სამინისტროს მუშაობის შედეგები გააცნო ...

20.03.2019

20:57

ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიას: როგორც კონსტიტუციაში ვერ გაერკვიეთ, ასევე, კაბინეტშიც ვერ გაერკვიეთ

„როგორც კონსტიტუციაში ვერ გაერკვიეთ, ასევე, კაბინეტშიც ვერ გაერკვიეთ ქალბატონო ეკა. კაბინეტი ის არ არის, რისი დატოვებაც თქვენ მოგიწიათ ცოტა ხნის წინ”,- ასე უპასუხა ირაკლი კობახიძე უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას კითხვას პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის შესახებ. ...

19.03.2019

17:31

ზვიად კვაჭანტირაძემ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა - ამის შესახებ კვაჭანტირაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ...

19.03.2019

17:25

ზაზა გაბუნიამ სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განმხილველი საპარლამენტო ჯგუფის შესახებ და საქართველოში „თვითმმართველობის აკადემიის“ დაარსების ინიციატივაზე იმსჯელეს. ...

19.03.2019

17:19

ირაკლი კობახიძე: ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას აქვს პოლიტიკური საფუძველი

„უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების თაობაზე - ამას აქვს სუფთა პოლიტიკური საფუძველი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძის გადა...

19.03.2019

17:11

რატი იონათამიშვილი: „თანამდებობაც და გუნდის წევრობაც პირველ რიგში არის პასუხისმგებლობა“

პარლამენტის წევრმა, რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების საკითხზე განცხადება გააკეთა. ...

19.03.2019

17:08

ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმის პარალელურად მიმდინარეობს და საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის გზით, გამოძიების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად. ...

19.03.2019

17:05

პრეზიდენტმა ქვემო ქართლის ადგილობრივი ხელისუფლებასთან რეგიონის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი განიხილეს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონს ეწვია და პირველი შეხვედრა მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. ...

18.03.2019

18:54

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომითი უფლებების და შრომის უსაფრთხოების საკითხებზე ვაშინგტონში შეხვედრები გამართა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა. ...

18.03.2019

18:52

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი საკანონმდებლო პაკეტი ათ ძირითად პრინციპს ეფუძნება

„ჩვენი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურას ადგენს, ათ ძირითად პრინციპს ეფუძნება“,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ...