მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს2019-05-21 19:46:55

ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს2019-05-21 19:40:29

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება2019-05-21 19:32:17

ირაკლი ლექვინაძე: უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ2019-05-21 19:03:26

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა2019-05-21 19:01:43

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

12.03.2019

19:23

საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, უფროსის სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. 

იზიტის ფარგლებში სოსო რამიშვილი იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველს, გენერალ ჯორჯიო ტოშის შეხვდა. შეხვედრაზე ხელი მოეწერა  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და იტალიის რესპუბლიკის ფინანსურ გვარდიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში  კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის, ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.  

როგორც შეხვედრაზე საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, იტალიის რესპუბლიკის კოლეგა უწყებასთან ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია. 

„საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანია იმ დიდი გამოცდილების გაზიარება, რაც იტალიის ფინანსურ გვარდიას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლის კუთხით აქვს. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ გავაღრმაოთ  თანამშრომლობა ყველა იმ მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს დანაშაულის აღმოფხვრას, საქართველოსა და იტალიის ფინანსური და ეკონომიკური ინტერესების დაცვას. ვიმედოვნებ, რომ გააქტიურებული თანამშრომლობა ჩვენი უწყებების  საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად  გაზრდის“, - აღნიშნა სოსო რამიშვილმა. 

იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველის, გენერალ ჯორჯიო ტოშის განცხადებით გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს არა მარტო უწყებებს  შორის თანამშრომლობას, არამედ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.  „აქტიური თანამშრომლობა ისეთი მნიშვნელოვანი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც არის ეკონომიკური და ფინანსური დანაშაული სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის“, - აღნიშნა ჯორჯიო ტოშიმ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. გადაწყდა, რომ ახლო მომავალში დაიგეგმება იტალიის რეპუბლიკის ფინანსური გვარდიის მმართველის, გენერალ  ჯორჯიო ტოშის ვიზიტი საქართველოში.

იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მთავარ ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვაჟა ფანოზიშვილი და ვახტანგ ფარესიშვილი, ასევე იტალიის ფინანსური გვარდიის მმართველის  მოადგილე ედოარდოვალენტე და უწყების სხვა წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის საფინანსო და ეკონომიურ სფეროში ჩადენილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და გადასახადების  გადახდის  კონტროლის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და უწყების საინფორმაციო ბაზებისა  და საქმიანობის ძირითად მიმართულებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. 

ვიზიტის ბოლოს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  დელეგაციის წევრებმა იტალიის რესპუბლიკის ფინანსური გვარდიის მუზეუმი დაათვალიერეს, სადაც  უწყების ისტორიასა და  საქმიანობას დეტალურად გაეცნენ.

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

21.05.2019

19:46

მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აკრიტიკებს და უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, მოსახლეობის განწყობის ყველაზე კარგი მაჩვენებელი არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგებია. ...

21.05.2019

19:40

ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს. ლადო კახაძემ ამომრჩევლებს საკუთარი დაპირებები კიდევ ერთხელ შეახსენა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, არსებულ პრობლემების აღმოსაფხვრელად აქტიურად იმუშავებს. ...

15.05.2019

22:51

ლადო კახაძე პედაგოგებს: თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის ...

14.05.2019

22:29

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. ...

14.05.2019

22:28

თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და რუსეთის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და რუსეთის ცენტრალური აზიისა და აღმ. პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა ...

14.05.2019

22:26

გიორგი გოგლიჩიძე თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა. ...

14.05.2019

22:19

საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები კახეთის რეგიონს ესტუმრნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგი პარლამენტარები საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. ...

03.05.2019

20:40

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ახალი რეგლამენტის ფარგლებში „მინისტრის საათის“ ინიციატივის დამკვიდრებაზე და იმ ერთობლივ ინიციატივებზე ისაუბრა, რაც შსს-სთან ერთად განახორციელეს. ...

03.05.2019

20:38

ზაურ დარგალი - წელს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

მიმდინარე წელს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა სადახლოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ...

03.05.2019

20:36

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერას გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას, რათა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და ეფექტური ცენტრი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში - ამის შესახებ დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ევროპისა და აზიის საკი...