მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს2019-05-21 19:46:55

ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს2019-05-21 19:40:29

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება2019-05-21 19:32:17

ირაკლი ლექვინაძე: უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ2019-05-21 19:03:26

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა2019-05-21 19:01:43

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

12.03.2019

19:31

ირაკლი კობახიძე: საუბრები იმაზე, რომ თითქოს იუსტიციის საბჭომ დაწერა რაღაც ნორმები კონსტიტუციასა და კანონპროექტში - არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია

„პოლიტიკური ინტერესი არსებობს, მან აღიარა, რომ კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი ჰქონდა მანამდე, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას. ეს აღიარება არის ცალსახა და თვალსაჩინო“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას ინიციატივას, მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხზე, ახალი კონსტიტუციური ცვლილებების მომზადების შესახებ.

ირაკლი კობახიძის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის საკითხი დახურულია, რადგან საკონსტიტუციო რეფორმა უკვე განხორციელებულია და მან ვენეციის კომისიის მხრიდან, ყველა ნაწილში, დადებითი შეფასება დაიმსახურა.

„კონსტიტუცია არის დახურული თემა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ყველა ნაწილში, ჩვენ დავიმსახურეთ ძალიან დადებითი შეფასება ვენეციის კომისიის მხრიდან, მათ შორის, ეს ეხება სასამართლო ხელისუფლების მომწესრიგებელ რეგულაციებსაც. ყველა ნორმა, რომელიც არის განსაზღვრული კონსტიტუციაში, შემუშავებული იქნა ვენეციის კომისიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. ერთადერთი, რაც არ გავიზიარეთ ჩვენ ვენეციის კომისიისგან, იყო პარლამენტის ჩართულობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევაში. ეს არ გავიზიარეთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძალიან სწორადაც მოვიქეცით, როცა არ გავიზიარეთ. ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული კონტექსტი და სწორედ ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პარლამენტმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების დროს“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა  განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი იუსტიციის საბჭოს კარნახით მოამზადა. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციაში არცერთი ნორმა არ არის შეტანილი გარდა ერთისა და საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი, ერთხმად იქნა მოწონებული, მათ შორის, ეკა ბესელიას მხრიდანაც. ირაკლი კობახიძის თქმით, იმავე ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურისა და კრიტერიუმების შესახებ, მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კანონპროექტსაც. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ კანონპროექტი დეტალურად აწესრიგებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებას და პროცედურა არის უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე.

„არ არის არცერთი ნორმა შეტანილი კონსტიტუციაში, თუ კონსტიტუციას ეხება საქმე, რომელიც არის ჩამოყალიბებული საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გარდა ერთისა - მათი, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია იყო მდივნის თანამდებობის ასახვა კონსტიტუციაში, ეს იყო რეკომენდაცია და მეტი არაფერი და ჩვენ ეს გავიზიარეთ. მე შემიძლია, დავასახელო რამდენიმე ნორმა, რომელიც არ მოეწონა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და რომელიც ჩვენ ავსახეთ კონსტიტუციაში, აქედან გამომდინარე, ესეც არის სპეკულაციები. თავისი პასუხისმგებლობით ჩამოაყალიბა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ის დოკუმენტი, რომელიც იქნა შემუშავებული და მე შეგახსენებთ, რომ კომისიაში ეს ნაწილი კონსტიტუციის ერთხმად იქნა მოწონებული. ერთხმად - ანუ, ყველამ მოიწონა ეს დოკუმენტი, ქალბატონი ეკა ბესელიას ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩათვლით და ყველა ექსპერტის ჩათვლით, ანუ, ერთხმად დავამტკიცეთ ჩვენ ის რეგულაციები, რომელიც შეეხება სასამართლო ხელისუფლებას, აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ თითქოს იუსტიციის საბჭომ დაწერა რაღაც ნორმები კონსტიტუციაში, არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია.

ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ეს არის კანონპროექტი, რომელიც დეტალურად აწესრიგებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებას. არის უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ვერ დაასახელებთ ვერცერთ ევროპულ ქვეყანასაც კი, ევროკავშირის ქვეყანას, სადაც ასეთი ღია და გამჭვირვალე პროცედურა არის დადგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის. უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალეა და აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ იმაზე, თუ ვისი დაწერილია ეს კანონპროექტი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

21.05.2019

19:46

მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აკრიტიკებს და უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, მოსახლეობის განწყობის ყველაზე კარგი მაჩვენებელი არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგებია. ...

21.05.2019

19:40

ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატს ქართული ოცნებიდან არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს. ლადო კახაძემ ამომრჩევლებს საკუთარი დაპირებები კიდევ ერთხელ შეახსენა და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, არსებულ პრობლემების აღმოსაფხვრელად აქტიურად იმუშავებს. ...

15.05.2019

22:51

ლადო კახაძე პედაგოგებს: თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და საქართველოს მთავრობის ...

14.05.2019

22:29

ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე უძღვებოდა. ...

14.05.2019

22:28

თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და რუსეთის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა გერმანიის ბუნდესტაგის წევრს და რუსეთის ცენტრალური აზიისა და აღმ. პარტნიორობის ქვეყნების საზოგადოებებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ფედერალური მთავრობის კოორდინატორს, დირკ ვიზეს შეხვდა ...

14.05.2019

22:26

გიორგი გოგლიჩიძე თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა. ...

14.05.2019

22:19

საფრანგეთის რესპუბლიკის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები კახეთის რეგიონს ესტუმრნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ფრანგი პარლამენტარები საქართველო-საფრანგეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად კახეთის რეგიონს ესტუმრნენ. ...

03.05.2019

20:40

განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლა შეაფასა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითი დამოკიდებულება გამოხატა ახალი რეგლამენტის ფარგლებში „მინისტრის საათის“ ინიციატივის დამკვიდრებაზე და იმ ერთობლივ ინიციატივებზე ისაუბრა, რაც შსს-სთან ერთად განახორციელეს. ...

03.05.2019

20:38

ზაურ დარგალი - წელს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

მიმდინარე წელს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა სადახლოს მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ...

03.05.2019

20:36

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების მხარდაჭერას გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერას, რათა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და ეფექტური ცენტრი საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში - ამის შესახებ დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და ევროპისა და აზიის საკი...