მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს2019-05-21 19:46:55

ლადო კახაძე მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს2019-05-21 19:40:29

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება2019-05-21 19:32:17

ირაკლი ლექვინაძე: უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ2019-05-21 19:03:26

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ვიცე–პრეზიდენტს შეხვდა2019-05-21 19:01:43

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

12.03.2019

20:09

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რუხის, ზედაეწერისა და ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა და მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია გაეცნენ და მოსახლეობას გაესაუბრნენ.

რუხში, ესართიასა და ზაურ თოდუას ქუჩებზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
საავადმყოფომდე მისასვლელი გზა (ესართიას ქუჩა) წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და მოსახლეობას უჭირს ტრანსპორტით გადაადგილება. აღნიშნული გზა მრავალპროფილურ საავადმყოფომდე მისასვლელი გზაა, რომლითაც მომავალში ადგილობრივებთან ერთად, დევნილი მოსახლეობაც ისარგებლებს.

რეაბილიტირდება 577 მეტრი სიგრძის გზა. პროექტის ღირებულება 413 990.9 ლარია.

გზა ავარიულ მდგომარეობაშია ზ. თოდუას ქუჩაზეც. გზის რეაბილიტაციით კი მრავალწლიანი პრობლემა მოგვარდება. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2723 მეტრს შეადგენს, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპი 2020 წელს დასრულდება.

პროექტის ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.

მოსახლეობასთან გიორგი შენგელიამ რუხი-რიყე-ტყაიას გზის რეაბილიტაციზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზის რეაბილიტაციით სამი სოფლის მოსახლეობას გზის პრობლემა მოუგვარდება. აგრეთვე, რუხში საბავშვო ბაღის მშენებლობაც იგეგმება.

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ზედაეწერისა და ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულშიც.

ზედაეწერში გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2018 წელს განხორციელდა. 
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 400 000 ლარი დაიხარჯება.

ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 ეტაპად განხორციელდება და მეორე ეტაპის სამუშაოები 2020 წელს დასრულდება. ჯამში რეაბილიტირდება 1420 მეტრი სიგრძის გზა.

პროექტის ღირებულება 500 000 ლარია.

პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.
2019 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად მთავრობამ 50 მილიონი ლარი გამოყო.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

21.05.2019

19:32

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება

ჭიათურის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე და ახალი სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. ...

15.05.2019

22:50

ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო საუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ...

15.05.2019

22:46

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრე...

15.05.2019

22:45

გოდოგნის თემის სოფლებში გზის კეთილმოწყობისა და გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

ქუთაისის N47 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილთან, ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი მხეიძესთან, "სოკარ ჯორჯია გაზის" იმერეთის რეგიონალური ოფისის დირექტორთან დავით ჯაიანთან და იმერეთის გუბე...

05.05.2019

00:01

ანაკლიაში 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ანაკლიაში, 110 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება. ...

04.05.2019

23:53

ზუგდიდი განახლებული ავტოპარკი აქვს

2019 წელს გამოშვებული ოთხი, ახალი ,,ისუზუს" მარკის ავტობუსი უკვე ზუგდიდშია, დანარჩენი 11 კი ორი კვირის ვადაში ჩამოვა - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ...

03.05.2019

23:05

ანაკლიაში საბავშვო ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019 წელს ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 50-ზე მეტი ბაღის მშენებლობას იწყებს. ...

03.05.2019

20:43

სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით აზომვითი სამუშაოები დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში წყლის სისტემის მოწყობის მიზნით, აზომვითი სამუშაოები დაიწყო. ...

01.05.2019

21:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისში, მიმდინარე წლის 1 მაისის 22:00 საათიდან, 2 მაისის 21:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაიკეტება შემდეგ ქუჩებზე: პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ცისფერყანწელები...

24.04.2019

19:55

გიორგი შენგელია: ,,ჩემი მერობის პერიოდში ზუგდიდში საგზაო ინფრასტრუქტურა სრულად მოწესრიგდება“

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდდიის მერობის კანდიდიატმა გიორგი შენგელიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმებზე ისაუბრა და ძირითად გამოწვევებს შეეხო. ...