9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება2019-06-08 16:28:44

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო2019-06-08 16:18:33

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა2019-06-08 16:16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი2019-06-08 16:14:18

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა2019-06-08 16:04:02

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

12.03.2019

20:28

სამოქალაქო დავების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებისთვის მედიაციის ინსტიტუტი იქმნება

სამოქალაქო დავების ხანგრძლივი და ძვირადღირებული სასამართლო პროცესის გარეშე, ურთიერთშეთანხმებით, სწრაფად და ეფექტიანად მოსაგვარებლად მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისთვის მყარი საკანონმდებლო ჩარჩო იქმნება. იუსტიციის სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მთავრობას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა. 
 
მედიაციის წახალისებისა და მისთვის პირობების შექმნისათვის კანონპროექტი განსაზღვრავს მედიაციის წარმოების ზოგად პრინციპებს, მისი დაწყების, წარმართვისა და დასრულების წესებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესს, მედიატორის უფლებამოსილებებსა და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 
საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო ჩამოყალიბდეს რეგიონის ბიზნეს- და საარბიტრაჟო ჰაბად. მისი მიზანია საქართველოს, როგორც ნეიტრალური, გამჭვირვალე, ბიზნესზე მორგებული და სტაბილური ბიზნესცენტრის, იმიჯის განმტკიცება რეგიონში. საქართველოში მარტივია შემოსვლა, დაფუძნება და საქმიანობა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, წელს საქართველომ ბიზნესის დაფუძნების თვალსაზრისით რეიტინგში − მე-2, ხოლო ბიზნესის განხორციელების სიმარტივის მხრივ მე-6 ადგილი მოიპოვა.
 
უკანასკნელ წლებში ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში არბიტრაჟის განვითარებისთვის:  კანონმდებლობა სრულად შესაბამისობაში მოვიდა „UNCITRAL“-ის მოდელურ კანონსა და საუკეთესო საერთაშორისო და დასავლურ პრაქტიკასთან; 2018 წლის 20 დეკემბერს იუსტიციის სამინისტრომ საერთაშორისო კომერციული პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან (ICC −IinternationalCourtofArbitration) ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმის მიხედვით, მხარეები შეისწავლიან დავების გადაწყვეტის ბაზარს რეგიონში და მიმართავენ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ხელი შეუწყონ საქართველოს, როგორც საერთაშორისო არბიტრაჟის, რეგიონული ჰაბის განვითარებას. 
 
ახლა უკვე დადგა დრო, რომ არბიტრაჟის პარალელურად სახელმწიფომ მედიაციის განვითარებაზეც დაიწყოს ზრუნვა. ამისათვის კი საჭიროა, რომ საქართველოს ჰქონდეს დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების მწყობრი და განვითარებული სისტემა.
 
მედიაცია სამოქალაქო დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მოქალაქეებმა სწრაფად და მცირე ფინანსური დანახარჯითაღიდგინონ დარღვეული უფლებები. მისი დანერგვა ხელს უწყობს სასამართლოს განტვირთვას განსახილველი დავებისაგან.  სასამართლოების გადატვირთულობა ხშირად ხდება საქმეთა განხილვის გაჭიანურების მიზეზი, რაც საფრთხეს უქმნის სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას. 
 
მედიაციის განვითარება ხელს შეუწყობს სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებას, მნიშვნელოვნად განტვირთავს  რაიონულ (საქალაქო) თუ სააპელაციო სასამართლოებს და დაზოგავს  სახელმწიფოს სახსრებს, რომლებიც საჭიროა როგორც მოსამართლეთა კორპუსის გასაზრდელად, ისე ყოველი სასამართლო პროცესის სრულად ჩასატარებლად.
 
მედიაცია ბიზნესისთვის, ასევე, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დავების გადაჭრისთვის ალტერნატიული კი არა, ბუნებრივი და უფრო მოხერხებული გზაა. მისი მიზანი ორივე მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაა მოკლე დროში ნაკლები ფინანსური დანახარჯით. ამ მიზნით უნდა გაფართოვდეს მედიაციას დაქვემდებარებული დავების ჩამონათვალი და მას დაემატოს საბანკო დაწესებულებებთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები და რამდენიმე სხვა.  
 
მედიაციის უპირატესობა საყოფაცხოვრებო დავებთან მიმართებით დაადასტურა მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგებმა. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ქონების რეგისტრაციის მსურველები სადავო მიწის ნაკვეთების შემთხვევაში სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობდნენ სანოტარო მედიაციით. სასამართლოში საქმის ხანგრძლივი განხილვის ნაცვლად, მედიატორი ნოტარიუსი მათ შეთანხმების მიღწევაში ეხმარებოდა. შედეგად, მიწის რეგისტრაციის ფარგლებში 1542 სანოტარო მედიაცია წარმატებით დასრულდა. 1542 შემთხვევაში მხარეებმა სანოტარო მედიაციის ფარგლებში მიაღწიეს შეთანხმებას სასამართლო განხილვის, დროისა და ფინანსური რესურსების ხარჯვის გარეშე. ეს მონაცემი ადასტურებს, რომ მედიაციას, როგორც პრობლემების გადაჭრის უფრო ბუნებრივ ფორმას, ბიზნეს- და საყოფაცხოვრებო  დავების პირობებში ალტერნატივა არ აქვს.
 
მიუხედავად დავების მედიაციის გზით მოგვარების უპირატესობებისა, არსებობს ობიექტური მიზეზები, რაც ხელს უშლის მედიაციის ინსტიტუტის განვითარებას საქართველოში,  კერძოდ:
 
 მედიაციის შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა; 
 მედიაციის არაპოპულარობა და მის მიმართ უნდობლობა, რაც შესაძლოა, ამ სფეროს ინსტიტუციონალიზაციის დაბალი დონითაც იყოს განპირობებული; მედიაციის ინტიტუტის შესახებ ცნობადობის დაბალი დონე და ცნობიერების ამაღლების კამპანიის უქონლობა; 
 მედიატორთა კადრების ნაკლებობა − სერტიფიცირებული მედიატორების სიმცირე; სერტიფიცირების სტანდარტისა და განგრძობადი განათლების არარსებობა;
 მედიაციის უპირატესობის განმსაზღვრელი საკანონმდებლო გარანტიების არარსებობა (კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენების დაუშვებლობა; სასურველი შედეგის მიღწევის შესაძლებლობა სასამართლო პროცესთან შედარებით მცირე დროში მცირე დანახარჯებით; სარჩელის აღძვრამდე სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა და სხვ.);
 მედიატორთა ეთიკის სტანდარტის არარსებობა; მედიატორთა  პასუხისმგებლობის სტანდარტისა და სანქციების გამართული სისტემის არარსებობა.
მედიაციის შესახებ ახალი კანონი სწორედ ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად შემუშავდა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები
 აფუძნებს მედიატორთა თვითრეგულირების ორგანოს და ქმნის მედიაციის განვითარებისათვის მყარ ინსტიტუციურ საფუძველს;
 სამართლებრივ საფუძველს შეუქმნის მედიატორის პროფესიის განვითარებას და მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული საშუალების, თვითდამკვიდრებას;
 დაადგენს სავალდებულო მოთხოვნებს მედიატორობის კანდიდატის მიმართ;
 განსაზღვრავს მედიაციის პროცედურებს (პროცესის დაწყება, მედიატორის შერჩევა, ინტერესთა კონფლიქტი და მედიატორის აცილების საკითხი, სამედიაციო მორიგების აღსრულება და სხვ.); 
 განსაზღვრავს მედიატორთა მიერ ეთიკის დაცვის ვალდებულებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზოგად პრინციპებს.
 ცვლილებათა პაკეტი მომზადდა „საქართველოს საპროცესო კოდექსშიც“.  მისი მიზანი სასამართლოს როლის გაძლიერებაა მედიაციის პოპულარიზაციის საქმეში. შემოთავაზებული ცვლილებებით, იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები უარს ამბობენ მედიაციაზე და საქმის სასამართლო გადაწყვეტაზე აკეთებენ არჩევანს, მოსამართლეს შეუძლია, გამოარკვიოს მედიაციაზე უარის თქმის მიზეზები და განუმარტოს მათ  მედიაციის დადებითი ასპექტები, უპირატესობები, მედიაციის წარმატებით დასრულების სამართლებრივი შედეგები და მისი აღსრულების მექანიზმები.
 გაფართოვდება მედიაციას დაქვემდებარებული დავების ჩამონათვალი და მას დაემატება, სხვებს შორის, შრომითსამართლებრივი დავები; საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანოებისა და არასაბანკო საკრედიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის, მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები, ასევე, ქონებრივი დავები განსაზღვრული ღირებულების ფარგლებში და რამდენიმე სხვა.  
 
საკანონმდებლო ცვლილებებზე იუსტიციის სამინისტრომ  ევროკავშირის პროექტისა (EU4justice) და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „USAID/PROLOG“-ისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების („GIZ“) ჩართულობით და ფინანსური მხარდაჭერით იმუშავა. ცვლილებათა პაკეტი კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სასამართლო ხელისუფლებას, სახელმწიფო უწყებებს, ქვეყანაში მოქმედ მედიატორთა ასოციაციებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მიღწეული ფართო კონსენსუსის შედეგია.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

08.06.2019

16:14

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობი...

08.06.2019

16:04

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, თბილისში 1 პირი - 1999 წელს დაბადებული ნ.ლ. დააკავეს....

28.05.2019

22:09

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. ...

07.05.2019

17:24

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის წინაშე მდგარ, ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაა. ...

05.05.2019

00:03

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მცხეთა- მთიანეთი პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის სამმართველოს თანამშრომელბმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩნების საფუძველზე, 1984 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, რ.უ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის...

04.05.2019

23:58

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერაყის მოქალაქე თბილისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მქონე, 1976 წელს დაბადებ...

03.05.2019

20:45

პანამის დროშით მცურავი გემი 65 ათასი ლარით დააჯარიმდა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქარ...

24.04.2019

20:11

ნათია მეზვრიშვილი: "ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი კომპტენეციის ფარგლებში დააკავა"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ლევან ჯიბღაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ...

24.04.2019

18:53

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ მარტვილში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1955 წელს დაბადებული ჟ.გ. დააკავეს. ...

19.04.2019

19:18

დავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა

დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 3 მაისს ჩაინიშნა. მოსამართლის ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში წარიმართა და მას მხოლოდ ოფიციალური მხარეები ესწრებოდნენ. ...