თეა წულუკიანი: „იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც სამართალდამცავთა შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს“2019-03-20 21:59:28

წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტმა ADB-ის აღმასრულებელ დირექტორს ბანკის მხარდაჭერით დასრულებული წყალმომარაგების პროექტები გააცნო2019-03-20 21:13:21

ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიას: როგორც კონსტიტუციაში ვერ გაერკვიეთ, ასევე, კაბინეტშიც ვერ გაერკვიეთ2019-03-20 20:57:52

სალომე ზურაბიშვილი ბოლნისში ადგიობრივ მოსახლეობას შეხვდა2019-03-20 20:56:41

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა2019-03-20 20:53:55

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

14.03.2019

18:51

გიორგი გახარიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა და ადგილზე მომუშავე პოლიციელებს პირადად შეხვდა.

გიორგი გახარია თავდაპირველად სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს რეგიონალურ ბაზას ეწვია, ახლადგახსნილი ცხრაწყაროს საგუშაგო დაათვალიერა და თანამშრომლებს გაესაუბრა.

დაცვითი ღონისძიებების მეტად ეფექტიანად განხორციელებისა და პირადი შემადგენლობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, ცხრაწყაროს მონაკვეთზე ახალი, კეთილმოწყობილი კაპიტალური ბაზა აშენდა, რაც ყაზარმას, სამორიგეოს, სასადილოს, ასევე, თოვლმავლებისა და კვადროციკლების ავტოფარეხს მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული მილსადენების საქართველოს მონაკვეთის ნაწილი წალკა-ტაბაწყური-ბაკურიანის ყველაზე რთულ დასაცავ პერიმეტრზე გადის. ცხრაწყაროს უღელტეხილზე მდებარე საგუშაგო ზღვის დონიდან 2450 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც ტემპერატურა ხშირ შემთხვევაში -10-დან -35 გრადუსამდე ეცემა.

პროექტის ფარგლებში ბაზაზე შეიცალა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემაც, კერძოდ, დამონტაჟდა „ბულეტ“ ტიპის ანალიტიკური ფუნქციის მქონე სტატიკური კამერები, რომლებიც აღნიშნული მონაკვეთის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე შეირჩა. ბაზა ასევე აღიჭურვა მოძრავი ვიდეოკამერით, რომელიც ექსტრემალურ პირობებში შეუფერხებლად მუშაობს.
ცხრაწყაროს საგუშაგოს შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაკურიანში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში მშენებარე პოლიციის შენობა დაათვალიერა. ბაკურიანის ახალი პოლიცია და დროებითი მოთავსების იზოლატორი ზაფხულში გაიხსნება. მზარდი ტურისტული ნაკადების გათვალისწინებით, ახალ შენობაში ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლების გარდა, სეზონურად საპატრულო პოლიციის სპეციალური დანაყოფებიც განთავსდებიან.

გიორგი გახარიამ, ბორჯომში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მშენებარე ინფრასტრუქტურაც მოინახულა, სადაც ახალი სახანძროს შენობის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და 29 მანქანით, მთლიანად ბორჯომს მოემსახურება.

შინაგან საქმეთა მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პოლიციის სამმართველოებსაც ესტუმრა, მათ შორის ახალქალაქის განახლებული პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ასპინძის ბაზაც დაათვალიერა. გიორგი გახარიამ თანამშრომლებს სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები პირადად გააცნო.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ 2018 წელს, სამცხე ჯავახეთის რეგიონს სწორედ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 20-მდე მაღალი გამავლობის, რთულ რელიეფურ პირობებზე მორგებული ავტომობილი და 100 სამხრე კამერა გადაეცა.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს შინაარსობრივი რეფორმები და პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლება. შეიცვალა სამსახურში მიღების წესი და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გახდა სისტემაში მოხვედრის ერთადერთი გზა, რაც იმას ნიშნავს რომ საპოლიციო საქმიანობას მხოლოდ სათანადო კვალიფიკაციის და მომზადებული კადრები განახორციელებენ. ამჟამად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 24 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსია გამოცხადებული.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

20.03.2019

20:53

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ...

20.03.2019

20:52

ნათია მეზვრიშვილი: "გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი - სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყებაზე"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სატელევიზიო ეთერში, ვენეციის კომისიის დასკვნაზე ისაუბრა, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული მიმდინარე რეფორმა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნას გულისხმობს. ნათია მეზვრიშვილმა სატელევიზო ჩართვაში გა...

19.03.2019

17:21

საქართველოს პრეზიდენტი ქვემო ქართლის რეგიონში ქართული ენის სწავლების საკითხით დაინტერესდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრს და თამარისის საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. ...

19.03.2019

16:58

თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრაზე

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ნატოს თავდაცვის განათლების განვითარების პროგრამის (DEEP) ფარგლებში სერჟანტთა მე-3 მრავალეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე „განათლებულ სერჟანტთა კორპუსის განვითარება“ გაიმართა. ...

19.03.2019

16:55

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნინოწმინდაში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი - 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.ა. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინ...

18.03.2019

19:09

ნათია მეზვრიშვილი - სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახალი კანონის მიზანია მისი ადრეულ ეტაპზე პრევენცია და დანაშაულის ჩამდენი პირების მუდმივი კონტროლი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა, დღეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტზე, ასევე ჯანდაცვის კომიტეტზე ახალი საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა, რომელიც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის გამკაცრებას ისახავს მიზნა...

15.03.2019

20:47

საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს

ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესით, უპრეცედენტო განვითარების დინამიკით, ძალისხმევითა და მონდომებით საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა. ეს კიდევ ერთხელ გაცხადდა გუშინ, ნატოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ოფიციალურ დოკუმენტში - გენერალური ...

15.03.2019

20:30

სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს. ...

15.03.2019

20:24

პოლიციამ ზესტაფონში მომხდარი ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1972 წელს დაბადებუ...

14.03.2019

18:40

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე ესეების კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემაზე სტუდენტებისთვის ესეების კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გაიმარჯვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ვახტანგ ნოღაიდელმა ნაშრომით - „ბავშვთა მიმართ ძალადობის სოციალური ასპექტები“. ...