ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი2020-06-04 19:34:29

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება2020-06-04 19:28:04

ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის2020-06-04 19:24:38

თერჯოლის „ცხელების ცენტრის“ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა2020-06-04 18:34:50

ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო2020-06-04 18:23:12

ესპანეთი პირველი ივლისიდან უცხოელებისთვის სავალდებულო კარანტინს აუქმებს

გასულ 24 საათში რუსეთში „კოვიდ-19“-ის 8946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დიდ ბრიტანეთში ჩასულ მოგზაურებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

18.03.2019

17:52

ანრი ოხანაშვილი: ჩვენი საკანონმდებლო პაკეტი ათ ძირითად პრინციპს ეფუძნება

„ჩვენი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც   უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენისა და არჩევის პროცედურას ადგენს,  ათ ძირითად პრინციპს ეფუძნება“,-  ამის შესახებ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებების ძირითადი არსი  ის, რომ პროცესი იყოს უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იმისთვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების მონიტორინგი პროცესისადმი.

„პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ  დაწყებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადების შეტანიდან, გაგრძელებული იუსტიციის უმაღლოს საბჭოში კანდიდატებთან გასაუბრებით, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით და პარლამენტისთვის წარდგენით, დასრულებული საქართველოს პარლამენტში კანდიდატების ინდივიდუალურად მოსმენით, წარმოდგენილია მთლიანობაში ხუთ ეტაპიანი  პროცესი.

ჩვენ აქამდე გვქონდა მოდელი, როდესაც ერთი პირი, საქართველოს პრეზიდენტიო წარუდგენდა პარლამენტს კანდიდატებს ყოველგვარი პროცედურის  გარეშე, არ არსებობდა არანაირი პროცედურა. დღეის მდგომარეობით,  კონსტიტუციით შეცვლილია მდგომარეობა - კანდიდატებს წარადგენს არ ერთი პირი, არამედ კოლეგიური ორგანო, ამ შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენ არ გვქონდა აქამდე არც ერთი პროცედურა დეტალურად გაწერილი, თუ როგორ წარიმართებოდა ეს პროცესი. შესაბამისად, ჩვენ ვახდენთ ამ პროცედურების დეტალურად გაწერას.

მეორე ძირითადი პრინციპი გახლავთ  ის, რომ არ არსებობს შეზღუდვა, რომ რომელიმე კვალიფიციურ იურისტს შეეზღუდოს  აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა.

მესამე ძირითადი პრინციპი გახლავთ ის, რომ ვაკანტური თანამდებობზე, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 18 ვაკანტური პოზიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატის, ორნახევარჯერ მეტი კანდიდატის მოხვედრა არის გათვალისწინებული  ე.წ. გრძელ სიაში.

მეოთხე ძირითადი პრინციპი გახლავთ ის, რომ თუკი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მას არ ექნება საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება. ეს გამორიცხავს ინტერესთა კონფლიქტს.

მეხუთე ძირითადი პრინციპით -  საბჭო კანდიდატებს გაესაუბრება   ინდივიდუალურად, რაც იქნება  საჯარო.

მეექვსე ძირითადი პრინციპით - საბჭოს წევრების მხრიდან მოხდება კანდიდატების შესაბამისი ქულებით შეფასება.

მეშვიდე ძირითადი პრინციპით - საბჭო კანდიდატების შერჩევისას იხელმძღვანელებს კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით.

მერვე ძირითადი პრინციპი გახლავთ, ის რომ საბჭოში პროცესი წარიმართება ორი თვის განმავლობაში

ასევე, გასათვალისწინებელია მეცხრე ძირითადი პრინციპი, რომ თუკი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილ კანდიდატებზე საბჭოს რომელიმე წევრს ექნება განსხვავებული პოზიცია, არ დაეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას, საბჭო თითოეულ წევრს ექნება შესაძლებლობა წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და დაასაბუთოს თავის პოზიცია, თუ რატომ არ ეთანხმება საბჭოს გადაწყვეტილებას.

მეათე ძირითადი პრინციპი უკვე უკავშირდება საქართველოს პარლამენტს, თუ როგორ წარიმართება პროცესი საქართველოს პარლამენტში. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იქმნება სამუშაო ჯგუფი.  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფი ფორმირებას და სწორედ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ტარდება ე.წ. ამერიკული მოდელით ინდივიდუალური გასაუბრება მოსამართლეობის კანდიდატებთან. ჩვენ ამ საკითხს დავუთმობთ იმდენ დროს, რამდენიც საჭირო იქნება ამისთვის, რომ მივიღოთ შესაბამისა ღირსეული გადაწყვეტილება. პროცესი საქართველოს პარლამენტში იქნება საჯარო, რაც ნიშნავს იმას, რომ  სხდომის დახურვა იქნება დაუშვებელი“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

04.06.2020

19:34

ირაკლი კობახიძე: სისტემას აქვს ორი მიზანი - სტაბილურობა და პლურალიზმი

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება საქართველოს პარლამენტის მიერ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, -განაცხადა „ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმ...

04.06.2020

19:24

ირაკლი კობახიძე: არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის

„მე პირადად, მიმაჩნია ძალიან მყარად, რომ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყმის სტაბილური დემოკრატიული განვითარებისთვის. სწორედ აქედან გამომდინარე მივანიჭეთ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას....

04.06.2020

18:23

ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო

„ჩვენ მუდმივად გვესმის დამოკიდებულება, რომ 9 წელზე არ ვისაუბროთ, არ შევაფასოთ ადამიანის უფლებათა დარღვევები. ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და აანალიზებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ადამიანთა უფლებების სისტემურ და უხეშ დარღვევებს უწოდებენ წარსულს მაშინ, როდესაც ეს არის აწმყო. „ქართ...

04.06.2020

18:18

რატი იონათამიშვილი: „ადამიანის უფლებები ნაცკლასტერისთვის უბრალო სტატისტიკა იყო“

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა შეაფასა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ წინა და მოქმედი ხელისუფლებების დამოკიდებულებაზე ისაუბრა....

04.06.2020

17:09

მერაბ ქვარაია: „გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ“

"გიგა ბოკერიას თეორიით საქართველოში 24 000 პატიმარი უნდა ყოფილიყო, რომ უცხოეთიდან დაფინანსება მიეღოთ“, - აღნიშნულის შესახებ მერაბ ქვარაიამ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველ...

04.06.2020

17:06

ანა დოლიძე მიმართავს პენსიონერებს „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე დაუკავშირდნენ მოძრაობა „ხალხისთვის“ იურისტებს

„მოძრაობა ხალხისთვის“, ყველა პენსიონერს, ვისაც აქვს პრობლემები „ლიბერთი ბანკთა“ დაკავშირებით, სთავაზობს უფასო იურიდიულ მომსახურებას, ამ თემაზე მოძრაობა ხალხისთვის ლიდერმა ანა დოლიძემ მოძრაობის წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგი გამართა „ლიბერთი ბანკის სათაო ოფისთან გამართა. ...

04.06.2020

16:42

შალვა კიკნაველიძე: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ინტენსიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მაღალი სტანდარტების დასამკვიდრებლად

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაძე 2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები მოისმინ...

04.06.2020

16:43

ზაზა გაბუნია - მოქალაქეები გათავისუფლდებიან “სითი პარკის” მიერ დაკისრებული, გადაუხდელი ჯარიმებისგან

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ,ზაზა გაბუნიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა. ...

04.06.2020

15:48

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიცია ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის უზენაეს კანონს - კონსტიტუციასა და რურუას გათავისუფლებას შორის

„ საკონსტიტუციო ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვის დანიშნულებაა, საზოგადოებამდე სწორად მივიტანოთ ცვლილებების არსი და რა გავლენა ექნება მას ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში....

03.06.2020

22:10

მამუკა მდინარაძე: ჩვენი საარჩევნო სია დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე

„მხოლოდ კონცენტრირება და აქცეენტების გაკეთება მხოლოდ ახალ სახეებზე არ იქნება ჩვენი საარჩევნო სიის შედგენის დროს. ახალი სახეც იქნება, გამოცდილი კადრებიც იქნებიან, მათ შორის ჩვენი გუნდიდან, სინთეზში იქნება წარმოდგენილი საარევნო სია, რომელიც ძირითადად დაფუძნებული იქნება გამოცდილებაზე და ერუდიციაზე და ...