აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.2019-07-19 19:09:45

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა2019-07-19 18:59:35

ანაკლიის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს2019-07-19 18:56:29

თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო2019-07-19 18:53:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა2019-07-19 18:51:13

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

18.03.2019

19:35

საქართველოს პარლამენტის იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები იაპონიაში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმში მონაწილეობდნენ

საქართველოს პარლამენტის იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი ტოკიოში, საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმზე იმყოფებოდნენ. 

ფორუმის მონაწილე 150 კომპანიას შორის, ქართული 30-მდე კომპანია იყო წარმოდგენილი.

მასშტაბურ ღონისძიებაზე ყურადღება იაპონია-საქართველოს პოლიტიკურ კავშირებზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ ეს დამოკიდებულება ეკონომიკურ ურთიერთობებში უნდა გადაიზარდოს.

ბიზნესფორუმის ფარგლებში, ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მიზნით, იაპონურ მხარესთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და ნიპონის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის (NEXI) პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ მოაწერეს ხელი. აღინიშნა, რომ ორმხრივი შეთანხმება საქართველოში იაპონური ინვესტიციების ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდება.

ბიზნესფორუმის ფარგლებში, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა - „საქართველო - ღვინის სამშობლო“ გაიხსნა, რომელსაც პარლამენტის წევრები გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი დაესწრნენ.

გამოფენამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი კულტურის წარმოჩენის მიზნით, უნიკალური არქეოლოგიური ექსპონატები და თანამედროვე ტექნოლოგიები გააერთიანა. პროექტის ფარგლებში, იაპონელი პარტნიორების მიერ, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებამ, დამთვალიერებელს უძველესი ღვინის სამშობლოში ინტერაქციული მოგზაურობის საშუალება მისცა.

პროექტი - „საქართველო - ღვინის სამშობლო“, გამოფენასთან ერთად, ქართული ღვინის წარმოშობისა და უნიკალურობის შესახებ, მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტების სემინარებს, დეგუსტაციებს, „ქართული სუფრის" მასტერკლასებსა და კულტურულ პროგრამას მოიცავს. ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია ტოკიოში, საგამოფენო ცენტრ Terrada Warehouse-ში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის" ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქპატენტის" და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication-ისა და კომპანია TOPPAN-ის პარტნიორობით იმართება და 7 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტის - „საქართველო - ღვინის სამშობლო" განხორციელება 2017 წელს, საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრიდან დაიწყო და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგად, სამეცნიერო საზოგადოებამ საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარა.

საქართველოს პარლამენტის იაპონიასთან მეგობრობის ჯგუფის წევრები გელა სამხარაული, გოჩა ენუქიძე და დავით სონღულაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, იაპონიის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატს, იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავჯდომარე იჩირო აისავას და მეგობრობის ჯგუფის გენერალურ მდივან იასუტოში ნიშიმურას შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას და თანამშრომლობის გაღრმავებას შეეხო. შეხვედრაზე ყურადღება ამასთანავე განათლების სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და იაპონიის გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა. ხაზგასმით აღინიშნა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობა და ტურიზმის სფეროში არსებული პოტენციალის განვითარების აუცილებლობა. იაპონური მხარის შეფასებით, ამ პროცესს უდავოდ შეუწყობს ხელს ერთობლივი ბიზნესფორუმი, რომელსაც ტოკიო მასპინძლობს.

შეხვედრაზე განსაკუთრებულად აღინიშნა ასევე გამოფენის - "საქართველო - ღვინის სამშობლო" - მნიშვნელობა, რომელიც იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

17.07.2019

18:56

„ვისოლჯგუფმა“დასვენებისადამომსახურებისმორიგი კომპლექსიჩქაროსნული ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ გორის „დასვენებისა და მომსახურების კომპლექსის“ შემდგომ სტრატეგიული, რიგით მეორემულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ზესტაფონსა და ქუთაისს შორის, სოფელ არგვეთას მონაკვეთზეც შექმნა და ტრანზიტული მარშრუტითა თუ ქვეყნის დასავლეთით მოძრავ მგზავრებს მოგზაურობის სრული კომფ...

21.05.2019

19:03

ირაკლი ლექვინაძე: უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ

„უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ“ - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა....

15.05.2019

22:39

ირაკლი ლექვინაძე: აზერბაიჯანული კომპანიების წინააღმდეგ კამპანიის აგორების მცდელობა აზიანებს ქვეყნებს შორის არსებულ წარამტებულ ბიზნეს ურთიერთობებს

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე საქართველოში აზერბაიჯანის ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ...

14.05.2019

22:36

„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა ქეთი ჩოგოვაძემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ვენდის“ მსოფლიო ქსელის 200 გამორჩეულ მენეჯერთა შორის აღმოჩნდა, ვისი ყოველღიური საზრუნავიც მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული გარემოს შექმნა და უმაღლესი ხარისხის, უგემრიელესი მენიუს მომსახურების ყველაზე თანამედროვე...

14.05.2019

22:34

აფბა –რუსული ინტერესები ქართულ ენერგეტიკასა და ბიზნესში

ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის არსებობის შესახებ. საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსული კაპიტალის შემოდინება საფრთხის შემცველია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ნებისმიერი ტიპის კაპიტალი საქართველოს ეკონომიკა...

07.05.2019

17:21

„სმარტი“ ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ ბათუმში მორიგ სუპერმარკეტს ხსნის

სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომბათუმში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, ოდისეი დიმიტრაიდის ქ, #5-შიმორიგ სუპერმარკეტს ხსნის. ...

01.05.2019

21:17

მსოფლიოს უდიდესი ჩინური კომპანია ZPMC „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ პარტნიორია

1 მაისს 12:00 საათზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ZPMC – ს შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა და კომპანია ZPMC -ის ვიცე პრეზიდენტმა ლიუ ქიზონგმა მოაწერე...

22.04.2019

22:46

გალერია თბილისში ორი ახალი ბრენდის მაღაზიები გაიხსნა

გალერია თბილისში ორი ახალი ბრენდის - ჩაცმას და Mayoral-ის მაღაზიები გაიხსნა. ორივე ახალი სავაჭრო ობიექტი გალერია თბილისის მე-3 სართულზე მდებარეობს. ...

19.04.2019

18:51

გალერია თბილისში შოპინგის დღე იგეგმება

20 აპრილს გალერია თბილისში შოპინგის დღე იგეგმება. სპეციალურად ამ დღეს 50-ზე მეტი ბრენდი 10%-დან 50%-მდე ფასდაკლებას შესთავაზებს სავაჭრო ცენტრის სტუმრებს. ...

15.04.2019

20:22

ირაკლი ლექვინაძე: კრიტიკულ საკითხად რჩება ბიზნეს სექტორებზე საბანკო რეგულაციების გავლენა

ირაკლი ლექვინაძემ მედიას ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა და 2019 წლის I კვარტალში ბიზნესომბუდსმენის აპარტში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა. ...