აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.2019-07-19 19:09:45

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა2019-07-19 18:59:35

ანაკლიის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს2019-07-19 18:56:29

თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო2019-07-19 18:53:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა2019-07-19 18:51:13

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

20.03.2019

20:52

ნათია მეზვრიშვილი: "გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი - სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არდაწყებაზე"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სატელევიზიო ეთერში, ვენეციის კომისიის დასკვნაზე ისაუბრა, სადაც პოზიტიურად არის შეფასებული მიმდინარე რეფორმა, რომელიც საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნას გულისხმობს. ნათია მეზვრიშვილმა სატელევიზო ჩართვაში განმარტება გააკეთა, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს აღნიშნული რეფორმის კონცეფცია.   

„ეს რეფორმა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად იმუშავა, არის იმ ხაზის და  მიმდინარე რეფორმების გაგრძელება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს, გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. რეალურად, დღეს ჩვენ არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში გვაქვს შემდეგი მდგომარეობა: გამოძიების ჩატარებაზე, მის მიმდინარეობაზე, ცალკეულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებზე, დღეს პრაქტიკულად პასუხისმგებელია არამხოლოდ გამომძიებელი, არამედ პროკურორიც.  ამას უშვებს დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო. დღევანდელ მოცემულობაში გამომძიებლები საკმაოდ მიჯაჭვულნი არიან პროკურორებზე, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას არიან მოკლებულები, რასაც ბუნებრივია აქვს თავისი მიზეზები. ეს მიზეზები ორგვარად შეიძლება წარმოვაჩინოთ. ერთი - პრაქტიკაში არსებული პრობლემები, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა გამომძიებლების კვალიფიკაციის მიმართულებით. საკმაოდ დაბალი იყო მათი კვალიფიკაცია და დღესაც გარკვეულწილად ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ. მეორე - არსებული საკანონმდებლო ჩარჩო და ის საპროცესო კოდექსი, რომელიც იქნა მიღებული 2010 წლიდან, რომელმაც პროკურორი ერთგვარი დომინანტის როლში წარმოადგინა, გამოძიების პროცესის მიმდინარეობის დროს და საკმაოდ დააკნინა გამომძიებლის როლი. ჩვენ ამ ყველაფერს ახლა ვასწორებთ და ფუნქციების გამიჯვნის შემდეგ, გამომძიებელი დამოუკიდებლად შეძლებს გამოძიების ჩატარებას, დაიწყებს გამოძიებას, განსაზღვრავს გამოძიების მიმართულებებს და პროკურორს ექნება წმინდა საზედამხედველო ფუნქცია.  დამოუკიდებლობის გაზრდასთან ერთად, ბუნებრივია იზრდება გამომძიებლის პასუხისმგებლობაც, რამაც საბოლოო ჯამში, ხარისხის ზრდამდე უნდა მიგვიყვანოს, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში, რეალურად ძალიან დაბალია გამომძიებლების მოტივაცია, რომ ხარისხიანი გამოძიება ჩაატარონ. რადგან ეს პასუხისმგებლობები, როგორც უკვე აღვნიშნე, გადანაწილებულია 2 სუბიექტს შორის. ამიტომ, რეფორმის შემდეგ, მკაფიოდ იტყვის კანონი, რომ გამომძიებელი პასუხისმგებელია გამოძიების დამოუკიდებლად ჩატარებაზე, პროკურორი პასუხისმგებელია სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება-არ დაწყების საკითხზე და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე. რეფორმის შემდგომ, ბუნებრივია შევინარჩუნებთ პროკურორის საზედამხედველო ფუნქციას, დაახლოებით ისე, როგორც ეს არის ევროპის ბევრ ქვეყანაში და აშშ-ში - წმინდა საზედამხედველო ფუნქციით და არა ისეთი აქტიური როლით, როგორიც დღეს მოცემული კანონმდებლობის პირობებში პროკურორს აქვს. მაგალითად, უფლება აქვს, რომ განსაზღვროს გამოძიების მიმართულებები, მიიღოს გადაწყვეტილებები ცალკეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებაზე და ა.შ.“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.07.2019

19:09

აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

"მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილი იყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა, - ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება....

19.07.2019

18:59

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

„ევროსასამართლომ, პრაქტიკულად, დაადგინა, რომ სახელმწიფომ და მართლმსაჯულების სისტემამ ამ საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო. თუ როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, ეს არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენ...

17.07.2019

19:04

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს შეხვდა. ...

17.07.2019

18:53

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგილეები გიორგი პატარიძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ. ...

17.07.2019

18:39

ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრნენ

თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. ...

17.07.2019

00:16

სტუდენტური დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში - სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა. ...

17.07.2019

00:07

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა....

16.07.2019

23:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზი...

09.07.2019

22:38

ნათია თურნავა - გურიაში გაზიფიციფრების ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიდის და 6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს

„ვაგრძელებთ გაზიფიცირების სამწლიან გეგმას, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთლიანად 3-წლიან გეგმაში 226 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება და საქართველოს გაზიფიკაციის დონე 85%-ს მიაღწევს. ...

02.07.2019

21:57

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ

ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ...