აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.2019-07-19 19:09:45

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა2019-07-19 18:59:35

ანაკლიის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს2019-07-19 18:56:29

თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო2019-07-19 18:53:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა2019-07-19 18:51:13

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

20.03.2019

20:53

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

სტუმრებს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კომიტეტის წევრები გენადი მარგველაშვილი, გუგული მაღრაძე, ნინო წილოსანი და გივი ჭიჭინაძე მიესალმნენ.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა ვლადიმერ აფხაზავას გამარჯვება არის ისტორიული წარმატება, რომლითაც ახალი ფურცელი გადაიშალა ქართველი მასწავლებლებისთვის. 

„ეს არის მაგალითი, თუ რამდენად დიდი აღიარება შეიძლება ჰქონდეს პედაგოგს, რომელიც მაქსიმალურ ენერგიას დებს თავის საქმეში და არა მხოლოდ პედაგოგიკით, არამედ ჰუმანიზმით, სიყვარულით გაძლევთ საშუალებას მოსწავლეებს, რომ იყოთ ძალიან წარმატებულები ცხოვრებაში. ჰუმანიზმი და პროფესიონალიზმი არის ის ორი უმთავრესი რამ, რაც არა მარტო წარმატებას მოგიტანთ, არამედ ძალიან კარგ ადამიანებად გაქცევთ“, - მიმართა მარიამ ჯაშმა მოსწავლეებს. კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის სოფელ ჩიბათის სკოლის მონახულებას გეგმავს. მისი თქმით, ვლადიმერ აფხაზავა არა მხოლოდ ამ კონკრეტული სკოლის, არამედ ქართული პედაგოგიკის წარმატების სიმბოლო გახდა.

ვლადიმერ აფხაზავასა და მის მოსწავლეებს მიესალმა ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.

მისი თქმით, მოსწავლეებში არსებული უზარმაზარი რესურსების დანახვა, აღმოჩენა და სწორად მიმართვა-გამოყენება შეძლო ვლადიმერ აფხაზავამ, რაც მისივე შეფასებით, მასწავლებლის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა. „ადამიანს, რომელიც ძალიან მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა ნებისმიერი დაწყებული საქმე. ლადო არის ამის საუკეთესო მაგალითი. მას გამოუვიდა თავისი მოსწავლეების წარმატება საოჯახო ტიპის სახლში, სადაც ბავშვები არაჩვეულებრივ ნაკეთობებზე მუშაობენ და ძალიან სწორად ვითარდებიან. ლადოს გამოუვიდა იმ მიზნის მიღწევა, რომელიც დაისახა. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ასეთი წარმატებით ივლის. ეს არის მოტივაცია ყველა მასწავლებლისთვის, მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ საქმეს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვლადიმერ აფხაზავამ მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს, კომიტეტის წევრებს, ასევე კოალიციის “განათლება ყველასთვის – საქართველო“ გამგეობის თავმჯდომარეს, ირინა ხანთაძეს, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ქართველ ფინალისტთა ათეულის წარმომადგენლებს, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორს, მამუკა იმნაიშვილსა და მოსწავლეებს.

„ეს კონკურსი ხელს უწყობს პროფესიის პოპულარიზაციას და დღეს მე მიხარია, რომ ჩემ გვერდით არიან მოსწავლეები, რომლებმაც მომავალ პროფესიებად მასწავლებლობა აირჩიეს“, - განაცხადა ვლადიმერ აფხაზავამ.

მან ისაუბრა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ცალკეული მოსწავლეების მიერ შემუშავებულ და წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე. 

მარიამ ჯაშმა ფინალისტ პედაგოგს პარლამენტის სახელით ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავის შესაბამისი სიმბოლური საჩუქრები გადასცა

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.07.2019

19:09

აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

"მოვუწოდებთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და უზრუნველყოფილი იყოს მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა, - ამის შესახებ აშშ-ს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება....

19.07.2019

18:59

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა

„ევროსასამართლომ, პრაქტიკულად, დაადგინა, რომ სახელმწიფომ და მართლმსაჯულების სისტემამ ამ საქმეზე სწორი და კანონიერი გადაწყვეტილებები მიიღო. თუ როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, ეს არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერანაირად ვერ ჩაერევა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენ...

17.07.2019

19:04

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს შეხვდა. ...

17.07.2019

18:53

თეა წულუკიანმა ერაყის დელეგაცია მიიღო

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ნიზარ ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალას შეხვდა. შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გაიმართა და მას მინისტრის მოადგილეები გიორგი პატარიძე და ალექსანდრე ტაბატაძე ესწრებოდნენ. ...

17.07.2019

18:39

ლევან იზორია და ელიზაბეთ რუდი GDRP-ის შემაჯამებელ სწავლებას დაესწრნენ

თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში მომზადებას აგრძელებს. ...

17.07.2019

00:16

სტუდენტური დასაქმების ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროში - სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა. ...

17.07.2019

00:07

მაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს

4000 მეტრის სიმაღლიდან ყინულის ნაპრალში ჩავარდნილი ლიეტუვას მოქალაქე მაშველებმა ამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ მყინვარწვერზე მყოფ ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი ყინული ნაპრალში ჩავარდა და დაშავდა....

16.07.2019

23:51

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 16 ივლისს, 24:00 საათიდან, მეტეხის ხიდიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გზი...

09.07.2019

22:38

ნათია თურნავა - გურიაში გაზიფიციფრების ძალიან მასშტაბური სამუშაოები მიდის და 6000-მდე ოჯახი მიიღებს გაზს

„ვაგრძელებთ გაზიფიცირების სამწლიან გეგმას, რომელსაც ახორციელებს მთავრობა და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მთლიანად 3-წლიან გეგმაში 226 ახალი დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება და საქართველოს გაზიფიკაციის დონე 85%-ს მიაღწევს. ...

02.07.2019

21:57

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ

ბათუმიდან სენაკის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გადაჰყავდა, სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. ...