აშშ-ს საელჩო „რუსთავი 2“-ის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.2019-07-19 19:09:45

არჩილ თალაკვაძე: როგორ გაგრძელდება „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტი, არის მისი მფლობელის პრეროგატივა, ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა2019-07-19 18:59:35

ანაკლიის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს2019-07-19 18:56:29

თავდაცვის მინისტრი „შამქორი 2019“ სწავლების აქტიურ პროცესს გაეცნო2019-07-19 18:53:23

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი”-ს დირექტორი დააკავა2019-07-19 18:51:13

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

20.03.2019

20:56

სალომე ზურაბიშვილი ბოლნისში ადგიობრივ მოსახლეობას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში სტუმრობისას ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების პოტენციალზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით,  დღეს საქართველოში არ არსებობს მხარე და რეგიონი, რომელსაც არ აქვს საკუთარი განვითარების პოტენციალი და შესაძლებლობა. სახელმწიფოს ვალია დაინახოს ეს პოტენციალი და ხელი შეუწყოს მის განვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ გაიზრდება თვითმმართველობის ძალა, ადგილობრივი მოსახლეობისაგან წამოვა უფრო მეტი იდეა და ინიციატივა და ბევრი სასარგებლო და საინტერესო პროექტი განხორციელდება, თუმცა ამ პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა შესაბამისი ადამიანური რესურსი.

სალომე ზურაბიშვილმა რეგიონებში კულტურული ცხოვრების გააქტიურებასა და კულტურული მიმართულებების განვითარების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონში ბიბლიოთეკები, თეატრები, მუზეუმები, კულტურული ცენტრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს რეგიონში სიცოცხლეს ქმნის.

საქართველოს პრეზიდენტმა, ქვემო ქართლის, როგორც მრავალეთნიკური რეგიონის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  აღნიშნული რეგიონი ქართული ტოლერანტობის ძლიერი მაგალითია. მისი განცხადებით, საუბარია იმაზეც, რომ იუნესკომ ქართული ტოლერანტობა, როგორც კულტურული ფასეულობა არამატერიალური კულტურულ ძეგლთა ნუსხაში შეიტანოს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს ტოლერანტობა შესაძლებელია ერთ-ერთ ტიურისტულ მიმართულებადაც განვიხილოთ, ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა იმის სანახავად როგორ მშვიდობიანად ცხოვრობენ საქართველოში სხვადა სხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანები.

პრეზიდენტმა განთლების მნიშვნელობასა და საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  მნიშვნელოვანია რეგიონის ახალგაზრდებმა ,,ერასმუსის" პროგრამებით ისარგებლონ, ახალი გამოცდილებითა და იდეებით დაუბრუნდნენ სამშობლოს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.07.2019

18:56

ანაკლიის სანაპირო ზოლის დასუფთავება მიმდინარეობს

ანაკლიის სანაპიროს 5 კილომეტრიანი ზოლი (ახალგაზრდული ბანაკის ტერიტორიიდან კოლხეთის პარკის დაცული ტერიტორიების ჩათვლით) სპეციალური ტექნიკის გამოყენებით იწმინდება. ...

17.07.2019

00:19

გიორგი შენგელიამ 4 საპატიო ზუგდიდელი დააჯილდოვა

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელთან „ვლაქერნობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, „CHEK IN GEORGIA“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით თბილისის „ბიგ ბენდისა “ და „ქართული ხმების“ ერთობლივი კონცერტო გაიმართა. ღონისძიებაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ...

10.07.2019

00:04

ზუგდიდის ვიცე მერი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, ოქტომბერისა და დარჩელი-ორსანტიას ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო....

02.07.2019

22:02

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ეზოების კეთილმოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მოადგილესთან მალხაზ თორიასთან და ზუგდიდის მერის ახალ მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა....

01.07.2019

15:07

ზუგდიდში 27 ქუჩაზე გზის საფარის აღდგენა დასრულებულია

ზუგდიდში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ...

08.06.2019

16:18

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო - ადმის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს....

23.05.2019

21:44

ქალაქ ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი აშენდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ონში მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ააშენებს. ...

21.05.2019

19:32

ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია წელს დასრულდება

ჭიათურის 24- საათიანი წყალმომარაგებისთვის თანამედროვე და ახალი სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. ...

15.05.2019

22:50

ანაკლია-განმუხურში წელს 6 მილიონ ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურა მოეწყობა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული კაფე-რესტორნის სარეაბილიტაციო საუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ...

15.05.2019

22:46

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ხანძრის ქრობის პროცესში უკვე ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრე...