9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება2019-06-08 16:28:44

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო2019-06-08 16:18:33

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა2019-06-08 16:16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი2019-06-08 16:14:18

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა2019-06-08 16:04:02

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

04.04.2019

20:12

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოში ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, ინტერნეტის გამოყენებით (ე.წ. დადების მეთოდით) ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ბრალდებით, თბილისში რუსეთის ფედერაციის 3 მოქალაქე დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულები წარმოადგენდნენ ორგანიზებულ ნარკორეალიზატორთა ჯგუფს, რომლებიც საქართველოში ნარკოტიკების გასაღების მიზნით ჩამოვიდნენ.

ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მცირე შეკვრებად აფასოებდნენ, თბილისში სხვადასხვა მისამართზე, სამალავებში ათავსებდნენ, ფოტოებს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გასაღების მიზნით აღნიშნულ ფოტოებს აქვეყნებდნენ.

სამართალდამცველებმა, ორი მათგანის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კერძოდ: 2 კილო და 287 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, „ბუპრენორფინის“ შემცველი სითხე, 187 გრამი „მდმა“ და ნარკოტიკული საშუალება „ნორფენტანილი“.

დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული.

პოლიციამ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მითითებით, სხვადასხვა ადგილიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე "ჰეროინი", 980 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 2200 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

08.06.2019

16:14

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობი...

08.06.2019

16:04

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით, თბილისში 1 პირი - 1999 წელს დაბადებული ნ.ლ. დააკავეს....

28.05.2019

22:09

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. ...

07.05.2019

17:24

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ვლადიმერ ბორცვაძის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის წინაშე მდგარ, ისეთ გლობალურ გამოწვევასთან, როგორიც ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღებაა. ...

05.05.2019

00:03

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს მცხეთა- მთიანეთი პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის სამმართველოს თანამშრომელბმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩნების საფუძველზე, 1984 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, რ.უ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის...

04.05.2019

23:58

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერაყის მოქალაქე თბილისში ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ერაყის მოქალაქე, ამჟამად საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლების მქონე, 1976 წელს დაბადებ...

03.05.2019

20:45

პანამის დროშით მცურავი გემი 65 ათასი ლარით დააჯარიმდა

პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 65 ათასი ლარით დაჯარიმდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ საქარ...

24.04.2019

20:11

ნათია მეზვრიშვილი: "ჯიბღაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი ბრალდებული კონკრეტული დანაშაულისთვის, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი კომპტენეციის ფარგლებში დააკავა"

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ლევან ჯიბღაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ...

24.04.2019

18:53

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ მარტვილში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1955 წელს დაბადებული ჟ.გ. დააკავეს. ...

19.04.2019

19:18

დავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა

დავით კირკიტაძის მორიგი სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 3 მაისს ჩაინიშნა. მოსამართლის ნუნუ ნემსიწვერიძის გადაწყვეტილებით, სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში წარიმართა და მას მხოლოდ ოფიციალური მხარეები ესწრებოდნენ. ...