დავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა2019-04-19 19:18:31

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა2019-04-19 19:04:59

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო2019-04-19 19:00:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავა2019-04-19 18:58:01

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე2019-04-19 18:56:09

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

05.04.2019

21:14

ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღება მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე სურათზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი

„ეს არის არალეგიტიმური ორგანოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. ეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე სურათზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სიკვდილით დასჯის შემოღებას.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომაროების კუთხით არსებული ერთადერთი პრობლემა არ არის. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს არსებული მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა, სამწუხაროდ, მისი და საერთაშორისო პარტნიორების რესურსები შეზღუდულია. ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ეთნიკური ქართველების უფლებებთან ერთად, მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები აფხაზებისა და ოსების უფლებების დაცვაც.

„იცით, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ კუთხით გამოვასწოროთ მდგომაროება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ეთნიკური ქართველების უფლებების დაცვა ამ ტერიტორიებზე, არამედ, რა თქმა უნდა,  ჩვენთვის მნიშვნელოვანია აფხაზების და ოსების ინტერესების და უფლებების დაცვაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი მხრიდან რაც კი შეიძლება გაკეთდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუმცა, იცით, რომ სამწუხაროდ, ჩვენი რესურსები, ასევე, სამწუხაროდ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რესურსები არის შეზღუდული, თუმცა, ამ შეზღუდული რესურსების ფარგლებში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ადამიანების უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

11.04.2019

22:24

ნინო გოგუაძე: როდესაც რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციით არღვევს ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს, საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს ერთიანი, პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეთ

სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე,ნინო გოგუაძემ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე და ევროპის საბჭოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე ისაუბრა. ...

14.03.2019

18:48

სოფელ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. ინფორმაცია არ აქვთ დაკავებულების ოჯახის წევრებსაც. ...

13.03.2019

20:25

ნინო გოგუაძე: - „ყველა ზომებს ვიღებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ...

26.02.2019

21:31

ირაკლი კობახიძე: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა მშვიდობიანი, თუმცა ურყევი წინააღმდეგობითა და შეუპოვრობით, გამარჯვებით დავაგვირგვინოთ

„რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხ...

02.11.2017

15:16

ესტონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ...

11.09.2017

18:55

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი ზაურ ზურაბის ძე კომახიძე დაშავდა....

30.03.2017

21:11

ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლოკალიზებულია

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრი ლოკალიზებულია. ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთისა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისის გასაყართან გაჩნდა. მერეთში ცეცხლის ჩაქრობა ქართველმა მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. ...

17.02.2017

18:27

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დავით ცერცვაძე დააკავეს, მეორემ კი გაქცევა შეძლო. მისი ახლობლების განმარტებით, მას ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს. ოკუპატები გათავისფულების სანაცვლოდ 3 ათას ლარს ითხოვენ. ...

10.02.2017

13:39

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული სამი პირი გაათავისუფლებულია

რუსი სამხედროების მიერ გატაცებული სამი პირი გაათავისუფლეს, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.. ...

02.02.2017

11:54

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან ორი ქალბატონი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ორი ქალბატონი - 39 წლის შორენა და 26 წლის ლაურა ბალახაძეები დააკავეს. ორივე მათგანი თბილისელია. ...