დავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა2019-04-19 19:18:31

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა2019-04-19 19:04:59

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო2019-04-19 19:00:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავა2019-04-19 18:58:01

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე2019-04-19 18:56:09

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

11.04.2019

21:50

ლევან იზორიას ვიზიტი ხორვატიის რესპუბლიკაში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხორვატიის რესპუბლიკაში, ქალაქ  სპლიტში ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენის ფარგლებში გაემგზავრა. ლევან იზორია ვიზიტს ხორვატიის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან და თავდაცვის მინისტრთან დამირ კრსტიჩევიჩთან შეხვედრით დაიწყებს. საზღვაო ძალების შტაბბინაში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ კოლეგები  შეხვედრას გამართავენ და საქართველოსა და ხორვატიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებებზე იმსჯელებენ.

შეხვედრის შემდეგ მინისტრების მიერ  ერთობლივი დეკლარაციის გაფორმება იგეგმება, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას გულისხმობს, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხით და მრავალეროვნულ წვრთნებში ერთობლივი მონაწილეობით. 

ქალაქ სპლიტში ვიზიტის დასასრულს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ადრიატიკის ზღვის თავდაცვისა და საჰაერო სივრცის გამოფენას - ASDA 2019 დაესწრება.    

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.04.2019

19:00

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა....

19.04.2019

18:56

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ“,- ასე უპასუხა ოპონენტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასა...

19.04.2019

18:53

გიგი წერეთელი, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს

საქართველოს პარალამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა. სადამკვირვებლო მისია ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და ევროპარლამენტის დელეგაციებს აერთიანებს. მისიის ხელმძღვანელა...

17.04.2019

19:15

თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს და მკვლევარებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეხვდა. ...

17.04.2019

19:08

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ხვალ გააგრძელებს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტის განხილვას ტექსტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვის შემდეგ გააგრძელებს- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა....

15.04.2019

20:25

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა....

15.04.2019

20:20

საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა

„2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულებით, ჩვენ შემდეგი მოწვევის პარლამენტს დავუტოვებთ პოზიტიურ მემკვიდრეობას და მყარ ფუნდამენტს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად და ამ ისტორიული პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ...

15.04.2019

19:21

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და ოლენა სუკმანოვამ იუსტიციის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ...

12.04.2019

22:22

მინისტრთა კაბინეტში ქეთევან ციხელაშვილი შესაძლოა ზურაბ აბაშიძემ ჩაანაცვლოს

ქეთევან ციხელაშვილი შესაძლოა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ჩაანაცვლოს . ...

12.04.2019

22:10

საარჩევნო შეხვედრა ფაიფურის მოსახლეობასთან

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება. ...