დავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა2019-04-19 19:18:31

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა2019-04-19 19:04:59

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო2019-04-19 19:00:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავა2019-04-19 18:58:01

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე2019-04-19 18:56:09

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

11.04.2019

21:53

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან

„ჩვენ გვაერთიანებს ერთი მიზანი - ეს არის თამბაქოს კონტროლის გაძლიერება, მოქალაქეების დაცვა თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან და ამ ძალისხმევით, წვლილი უნდა შევიტანოთ  მდგრადი განვითარების მიზნების წარმატებით მიღწევაში“,-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და თამბაქოს კონტროლის გაძლიერების ღონისძიებების მნიშვნელობაზე  და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული რეფორმის შესახებ ისაუბრა.  მისი თქმით,  რეფორმის შედეგად,  ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომლის აღსრულების მაჩვენებელი არის მაღალი.

„რეგულაციებმა  განაპირობა თამბაქოს კვამლისაგან დახურული სივრცის განთავისუფლება; თამბაქოს რეკლამის, სპონსორობისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმის აკრძალვა; მოგვიანებით  ამოქმედდა ეფექტიანი სამედიცინო გაფრთხილების (პიქტოგრამის) ვალდებულება.  2023 წლიდან კანონით გათვალისწინებულია  თამბაქოს პროდუქტის სადა შეფუთვის შემოღება. საბოლოოდ, ქვეყანამ მიიღო თამბაქოს მავნე ზეგავლენისგან მოქალაქეების დაცვის ძლიერი და ეფექტიანი შემზღუდველი ნორმებით აღჭურვილი კანონმდებლობა, რომელიც ხასიათდება აღსრულების მარტივი და დახვეწილი მექანიზმებით. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენ გვაქვს კანონის აღსრულების ძალიან მაღალი - 96%-იანი მაჩვენებელი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის, ჩარჩო კონვენციის სამდივნოს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ძალისხმევით,  თამბაქოს კონტროლის საინვესტიციო შემთხვევის შეფასება ჩატარდა. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ განხორციელებული რეფორმა, მომავალი 15 წლის განმავლობაში, 53 000 ადამიანს იხსნის ნაადრევი სიკვდილისგან და ქვეყანას 3.6 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსურ და ეკონომიკურ დანაკარგს ააცილებს თავიდან.

ირაკლი კობახიძემ ფორუმის მონაწილეებს, საქართველოს პარლამენტის სახელით, გამოცდილების გაზიარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა და იმ ძირითად ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რამაც  რეფორმის წარმატება განაპირობა.

„პირველი  უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის პოლიტიკური ნება. რომ არა მმართველი ძალის პოლიტიკური ნება, ბუნებრივია, ასეთი მასშტაბური რეფორმის განხორციელება იქნებოდა შეუძლებელი.  

მეორე - ეს იყო სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ჩართულობა რეფორმის განხორციელებაში. ამ რეფორმის განხორციელებაში იყო ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე, მათ შორის, ხელისუფლების სტრუქტურები, არასამათავრობო ორგანიზაციები,  საერთაშორისო ექსპერტები. ზოგადად, ფართო საზოგადოება და რა თქმა უნდა, ასეთი ჩართულობით მოხერხდა წარმატებული რეფორმის განხორციელება“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განცხადებით, რეფორმის განხორციელებას ხელი შეუწყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამ. ირაკლი კობახიძემ, ასევე,  ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ამ ხელშეკრულებით საქართველომ აიღო კონკრეტული ვალდებულებები თამბაქოს პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას აქვს გრძელვადიანი ხედვა. კერძოდ, შემუშავებულია   სტრატეგია „საქართველო 2020“. ეს არის მრავალდარგობრივი,  მულტისექტორული სოციალური-ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც სრულ თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან.

და ბოლოს, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მაღალი პოლიტიკური ჩართულობა, ასევე   აქტიური თანამშრომლობა გაეროს განვითარების პროგრამასთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ჩარჩო კონვენციის სამდივნოსთან და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან, იყო ამ რეფორმის წარმატების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თითოეულ პარტნიორს მათი თანადგომისთვის და ამ რეფორმის განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის“,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.

„საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.04.2019

19:00

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა....

19.04.2019

18:56

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ“,- ასე უპასუხა ოპონენტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასა...

19.04.2019

18:53

გიგი წერეთელი, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს

საქართველოს პარალამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა. სადამკვირვებლო მისია ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და ევროპარლამენტის დელეგაციებს აერთიანებს. მისიის ხელმძღვანელა...

17.04.2019

19:15

თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს და მკვლევარებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეხვდა. ...

17.04.2019

19:08

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ხვალ გააგრძელებს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტის განხილვას ტექსტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვის შემდეგ გააგრძელებს- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა....

15.04.2019

20:25

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა....

15.04.2019

20:20

საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა

„2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულებით, ჩვენ შემდეგი მოწვევის პარლამენტს დავუტოვებთ პოზიტიურ მემკვიდრეობას და მყარ ფუნდამენტს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად და ამ ისტორიული პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ...

15.04.2019

19:21

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და ოლენა სუკმანოვამ იუსტიციის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ...

12.04.2019

22:22

მინისტრთა კაბინეტში ქეთევან ციხელაშვილი შესაძლოა ზურაბ აბაშიძემ ჩაანაცვლოს

ქეთევან ციხელაშვილი შესაძლოა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ჩაანაცვლოს . ...

12.04.2019

22:10

საარჩევნო შეხვედრა ფაიფურის მოსახლეობასთან

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება. ...