მამუკა მდინარაძე - ოპოზიციის მიზანი სხდომის ჩაშლა იყო2019-12-12 22:09:56

ზუგდიდში გზებზე აღდგენითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს2019-12-12 19:42:48

ბორჯომსა და ბაკურიანს 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატი ქალაქების სტატუსი მიენიჭათ2019-12-12 19:13:02

პოლიციამ მარჯანიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა2019-12-12 19:01:14

ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო ბაზებზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო2019-12-04 19:10:37

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

11.04.2019

22:24

ნინო გოგუაძე: როდესაც რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციით არღვევს ევროსაბჭოს ფუნდამენტურ პრინციპებს, საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს ერთიანი, პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონდეთ

სტრასბურგში მიმდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის სხდომაზე,ნინო გოგუაძემ რუსეთის ფედერაციის მიერ მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე და ევროპის საბჭოს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევაზე ისაუბრა. 

მისივე განცხადებით, ევროპის საბჭოში კრიზისის შექმნას რუსეთის ფედერაცია ცდილობს, და ამ გამოწვევებთან გამკლავება და კრიზისის დაძლევა შეუძლებელია საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილების შემცირების გზით მოხდეს.

„რამდენი ხანი უნდა ვიაროთ ერთსა და იმავე ჩაკეტილ წრეზე და ვეცადოთ პოლიტიკური საკითხების პროცედურების გზით გადაწყვეტა? და რამდენჯერ უნდა ავარიდოთ თავი ყველაფრისათვის თავისი სახელის დარქმევას? ანგარიში ასკვნის, რომ ევროპის საბჭო ღრმა პოლიტიკურ და ფინანსურ კრიზისშია და გვთავაზობს ამ კრიზისის დაძლევას საპარლამენტო ასამბლეის უფლებამოსილების შემცირების გზით. მე მჯერა, რომ ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ საპარლამენტო სისტემების მქონე ქვეყნებს და ჩვენ, პარლამენტის წევრები ბუნებრივად მხარს ვუჭერთ ძლიერ საპარლამენტო წარმომადგენლობას, აღჭურვილს ეფექტური უფლებამოსილებით, რათა გამოასწოროს ხარვეზები ან მიაღწიოს პროგრესს“, - აღნიშნა ქართველმა პარლამენტარმა.

ნინო გოგუაძის განცხადებით, არის მცდელობა საპარლამენტო ასამბლეის პრინციპები და პროცედურები რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებს მოერგოს, რაც მისივე შეფასებით, დააკნინებს ორგანიზაციის იდეას და საბოლოო ჯამში, რუსეთი კვლავ დარჩება ქვეყნად, რომელსაც ოკუპირებული აქვს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიები.

„დღეს განვიხილავთ დოკუმენტს, რომელიც ჩვენ, პარლამენტების არჩეულ წევრებს გვთავაზობს ჩვენი სუვერენული უფლებების შესუსტებას. რეალურად, იმ პრობლემას, რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ, არ აქვს პროცედურული გამოსავალი. რეალური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ევროპის საბჭოს ერთი წევრი ქვეყანა მუდმივად არღვევს ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს და აქამდე ჩვენ ვერ მოვახერხეთ კონსენსუსის მიღწევა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავაბრუნოთ ეს სახელმწიფო ორგანიზაციის პრინციპებთან. ამის მაგივრად, ჩვენ მოწმე ვართ მცდელობისა, საპარლამენტო ასამბლეის პრინციპები და პროცედურები მოვარგოთ რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებს. თუკი ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე წევრი ქვეყანა გადაუხვევს პრინციპებს, ჩვენ ვეცდებით ჩვენი წესების მორგებას ამ დარღვევებზე, ჩვენ დავაკნინებთ ორგანიზაციის მთელ იდეას და ამგვარი დამოკიდებულებით, რუსეთი კვლავ დარჩება ქვეყნად, რომელსაც ოკუპირებული აქვს მისი მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიები და ქვეყნად, რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას. რა თქმა უნდა, ყოველთვის იარსებებს ევროპის საბჭოს ორგანოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების შესაძლებლობა, თუმცა ამ კოორდინაციის პროცესში ევროსაბჭოს ინსტიტუტებმა მიერ თავიანთი სუვერენული უფლებამოსილებები დამოუკიდებლად და შეზღუდვების გარეშე უნდა განახორციელონ“, - აღნიშნა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა.

მისივე თქმით, აუცილებელია არსებობდეს ძლიერი უფლებამოსილებებით აღჭურვილი საპარლამენტო ასამბლეა, რათა ის გაუმკლავდეს გამოწვევებსა და მათზე რეაგირება მაქსიმალურად ეფექტიანად მოახდინოს.

„რაც ყველაზე მთავარია, როდესაც წევრი სახელმწიფო არღვევს ორგანიზაციის არსებით პრინციპებს, ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო ინსტიტუტებს უნდა ჰქონდეთ ერთიანი და პრინციპული პოზიცია, რომელიც უნდა გამოხატონ თავისუფლად, ყოველგვარი დათქმების გარეშე“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

02.12.2019

15:48

საოკუპაციო რეჟიმმა ქართველი პაციენტებისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი გახსნა

ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს მკურნალობის მიზნით ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ნება დართო. ...

11.10.2019

22:09

ირაკლი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ და კომისიის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ საოკუპაციო ხაზი მოინახულეს. დეპუტატები ხურვალეთში, გუგუტიანთკარსა და დიცში უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებას ...

08.10.2019

22:27

დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ილია მეორემ წერილები გაგზავნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, დავით ზალკალიანს და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს. ...

30.08.2019

20:28

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს

სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს. ამის შესახებ განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა გააკეთა....

16.08.2019

18:42

გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

„მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს არა მარტო ის, თუ რა არის ოკუპაციის შედეგი, რომელიც გავლენას ახდენს უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაზე, არამედ ისიც, თუ როგორ აუარესებს კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სოფელ გუგუტია...

28.05.2019

22:07

აშშ-ის კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციამ წეროვანის დასახლება და ხურვალეთის საოკუპაციო ხაზი მოინახულა

პარლამენტის მოწვევით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მაღალი რანგის თანამშრომლები იმყოფებიან. ამერიკელი სტუმრები ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან....

05.04.2019

21:14

ირაკლი კობახიძე: ოკუპირებულ აფხაზეთში სიკვდილით დასჯის შემოღება მიუთითებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე სურათზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი

„ეს არის არალეგიტიმური ორგანოს გადაწყვეტილება და შესაბამისად, რაიმე სერიოზული კომენტარის გაკეთება არასწორია. ეს მიუთითებს იმ ძალიან მძიმე სურათზე, რომელიც ჩამოყალიბებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამაში მთავარი დამნაშავე არის ჩრდილოელი მეზობელი“,- ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოკუ...

14.03.2019

18:48

სოფელ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილადან გატაცებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. ინფორმაცია არ აქვთ დაკავებულების ოჯახის წევრებსაც. ...

13.03.2019

20:25

ნინო გოგუაძე: - „ყველა ზომებს ვიღებთ ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად“

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ გალში, დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის - ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ...

26.02.2019

21:31

ირაკლი კობახიძე: მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, პუტინის რუსეთთან უთანასწორო ბრძოლა მშვიდობიანი, თუმცა ურყევი წინააღმდეგობითა და შეუპოვრობით, გამარჯვებით დავაგვირგვინოთ

„რუსეთის გაძლიერებული მილიტარიზაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უდიდეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას განაცხ...