9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება2019-06-08 16:28:44

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო2019-06-08 16:18:33

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა2019-06-08 16:16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი2019-06-08 16:14:18

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა2019-06-08 16:04:02

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

12.04.2019

20:49

14 აპრილს გაიხსნებალელა და ეთერ თათარაიძეების ვარსკვლავი

ორი გამორჩეული სახელი ქართულ სახელოვნებო სივრცეში დიდი ხნია დამკვიდრდა. თავიანთი განსაკუთრებულობისთვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის ისინი მთელმა საქართველომ შეიყვარა.  თბილისის საკონცერტო დარბაზში 14 აპრილს, 19:30 საათზე ლელა და ეთერ თათარაიძეების შემოქმედებითი საღამო გაიმართება და მათი სახელობის ვარსკვლავიგაიხსნება.

განუზომელია დები თათარაიძეების დამსახურება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის წინაშე.

ლელა თათარაიძემ - მომღერალმა, კომპოზიტორმა და ლოტბარმა - შემოგვინახა თუშური ჰანგი, თუშური სიმღერა და საკრავიერი მუსიკა მთელ მსოფლიოს გააცნო. ხალხმა შეიყვარა ლელას გარმონითა და ჩონგურით შესრულებული განსაკუთრებული, მისივე ავტორობით შექმნილი სიმღერები:ჯანღი, შენმა სურვილმა დამლია, გაგნის გორი, ვერცხლის თასადამც მაქცია, ლომო, შე ლომის მოკლულო, მახკვდია, ცხრაჯერ, სამშობლო, მწირულაო ამოვალი’დ, სამცხის სათამაშო, გარმონზე, ზენ ბაცალიგოს, ვერკვლის ციხე, ვაჟაო, შავ-ჯავრო, ჯავრო, ნეტა თქვენ, გშორდები, ფიქრი მატულობს, ინგილო ქალის ნანა, თინიბექის სიკვდილი.

ეთერ თათარაიძემ - ეთერომ - ერი მხოლოდ სახელით რომ მოიხსენიებს, ქართულ პოეზიაში დაამკვიდრა თუშური სიტყვა.უარი თქვა პოეზიაში კლიშედ მიღებულ კოინეზე და ,,თათარაიძის პატარა ქალმა'' გადაარჩინაუძველესი და უმდიდრესი კილო ქართული ენისა.

,,კარგად მახსოვს მისი პირველი გამოჩენა - მეხის გავარდნა იყო ქართული სალიტერატურო ენის ცაზე. ეთერ თათარაიძე, პრინციპში, ჩვენი დროის ვაჟა-ფშაველაა - ზუსტად იმავე ენობრივ პოლიტიკას ატარებს და ისევე არ ღალატობს თავის თავს, როგორც არ ღალატობდა ვაჟა. ამის გამო, ეთერსაც ისევე ჰყავს მტრები, როგორც ვაჟას ჰყავდა'' - თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

ამ გამორჩეულობისათვის, ერთადერთობისათვის და შემოქმედებითი გზის უღალატობისათვის შეიყვარა დები თათარაიძეები მთელმა საქართველომ.

ეთერ და ლელა თათარაიძეების შემოქმედებით ღონისძიებაში მონაწილეობენ: მეუფე ზენონი; ანსამბლები - ,,ბასიანი", „კესანე“, ,,კელაპტარი", ,,ურმული", ,,ლომისი", ,,თაობა";ხალხური მელექსენი; განსაკუთრებული სტუმრები თურქეთის რესპუბლიკიდან - ,,ჩვენებურების სიმღერა ინეგოლიდან" და სხვანი.

დები თათარაიძეები დაჯილდოებულნი არიან: ღირსების ორდენით,  ფოლკლორის ეროვნული პრემიით და ბევრი სხვა წოდება, პრემია თუ ჯილდოთი.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

08.06.2019

15:55

მარიამ ჯაში: 2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკისა და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

„მომავალ წელს, 2020 წლის ივნისში საქართველო ასტროფიზიკის და კოსმოსური კვლევების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. ეს შეხვედრა გახდება ახალი დიალოგის საფუძველი, თუ როგორ შეუძლია საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებს საკუთარი როლი შეიტანონ კოსმოსური კვლევების გლობალურ დღის წე...

14.05.2019

22:38

ზუგდიდში კოლხი პოეტის, მიმოზა ცანავას "მიმიკა"-ს პრეზენტაცია

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამოცემული კოლხი პოეტის, მიმოზა ცანავას ერთტომეულის, ,,მიმკას'' პრეზენტაცია გაიმართა. ...

01.05.2019

21:49

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმს - "თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალის სექციაში - Cannes Classics აჩვენებენ

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმს - "თეთრი ქარავანი" კანის კინოფესტივალის სექციაში - Cannes Classics აჩვენებენ. ამ თემასთან დაკავშირებით, ეროვნულ კინოცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა. ...

23.04.2019

19:26

საქართველოს პარლამენტი „აჩუქე წიგნი“-ს კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს პარლამენტი, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გამართულ, კამპანიაში „აჩუქე წიგნი“, ჩაერთო....

27.06.2017

15:00

ზვიად კვაჭანტირაძემ ემიგრანტული შემოქმედების პირველ ფესტივალში - "EM.ART.GE-2017" მონაწილე ემიგრანტული ქორეოგრაფიული ანსამბლების ხელმძღვანელები და წევრები დააჯილდოვა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, ემიგრანტული შემოქმედების პირველი ფესტივალის - "EM.ART.GE-2017" დასკვნითი ღონისძიება და ლიტერატურული კონკურსის „ემიგრანტის წერილი 2017“ - ის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გა...

16.05.2017

19:54

მიხეილ გიორგაძე საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს შეხვდა

16 მაისს, კულტურის სამინისტროში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საქართველოს მუზეუმების წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებსაც სხვადასხვა ნომინაციაში სიგელები და საჩუქრები გადასცა. გაიმართა იმ ღონისძიებების პრეზენტაცია, რომლებიც 18 მაისს - მუზეუმების საერთაშორისო დღე...

11.05.2017

20:56

ეროვნული ბიბლიოთეკა ნავთობკომპანია ფრეგოს მხარდაჭერით ვირტუალურ მუზეუმს შექმნის

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და ნავთობკომპანია „ფრეგოს“ გენერელურმა დირექტორმა რუსუდან რამაზაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის თანახმად კომპანია დააფინანსებს ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალურ მუზეუმს. ...

01.05.2017

15:07

1 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტარტი აიღო საქველმოქმედო პროექტმა „წიგნი ყველა სოფელს".

პროექტი „წიგნი ყველა სოფელს" მეოთხე წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ახალგაზრდებს შეუქმნას თანაბარი პირობები შემოქმედებითი, კულტურული და საგანმანათლებლო საქმიანობისთვის. 3 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში შეგროვდა 50 000- მდე წიგნი და მომარაგდა 200-მდე ბიბლიოთეკა. წიგნების შეგროვების პროცეს...

25.04.2017

14:53

„გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“ წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, წიგნის დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია „გაიცანი ალგეთის ეროვნული პარკი“ გაიმართა. წიგნი „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველო“ პროექტის ფარგლებშიმომზადდა, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ...

10.02.2017

13:55

გერმანიის დედაქალაქი საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს

გერმანიის დედაქალაქი საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს. ბერლინის 67-ე კინოფორუმის გახსნის ცერემონიაზე რეჟისორებმა, მსახიობებმა, პროდიუსერებმა და კინოკრიტიკოსებმა მთელი მსოფლიოდან მოიყარეს თავი. ...