დავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა2019-04-19 19:18:31

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა2019-04-19 19:04:59

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო2019-04-19 19:00:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავა2019-04-19 18:58:01

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე2019-04-19 18:56:09

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

12.04.2019

22:43

კახა კალაძე: ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვას ან თეთრი ფირის გადაკვრას ვთავაზობთ

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრასაც სთავაზობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როგორც გადაღებვა, ისე თეთრი ფირის გადაკვრა ტაქსის მძღოლებს ფინანსურ ტვირთად არ დააწვება.

„როდესაც დავიწყეთ ამ რეფორმაზე ფიქრი და მუშაობა, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებდით ტაქსის მძღოლების სოციალურ მდგომარეობას. ამიტომ, გადაღებვის თანხები ტვირთად რომ არ დააწვეს მათ, ამაზე პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენ და ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს გადაღებვის სამუშაოების დაფინანსებას. ტაქსის მფლობელებს არცერთი თეთრი არ უჯდებათ ავტომანქანების გადაღებვა, თუმცა მათ გამოთქვეს ვარაუდი, რომ შეიძლება გადაღებილი ავტომანქანა წლების შემდეგ ისეთ ფასად ვერ გაყიდონ, როგორც მათ სურთ. ამ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. აქაც მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და თუ გადაღებვა არ სურთ, მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ თეთრი ფირი გადააკრან. ამასაც ჩვენ ვაკეთებთ მათი მხრიდან ყოველგვარი დანახარჯის გარეშე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, A კატეგორიის ტაქსის მფლობელებს გადაეცემათ მანათობლები, ასევე, დედაქალაქში გამოყოფილია საპარკინგე ადგილები, რომლითაც უფასოდ ისარგებლებენ ამ კატეგორიის ტაქსები.

„რაც შეეხება ფირის გადაკვრას, ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც შეღებვისას, რეკლამას 2 წლის განმავლობაში, შეიძლება, ცოტა ნაკლებში, კომპანია განათავსებს და ის მიიღებს შემოსავალს, ხოლო 2 წლის შემდეგ შემოსავალი ავტომანქანის მფლობელის საკუთრება იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განაცხადა, საინიციატივო ჯგუფი ეთანხმება ამ რეფორმას და მას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.

„ისინიც ამბობენ, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია, თუმცა ითხოვდნენ, რომ ეტაპობრივად მომხდარიყო მისი განხორციელება. პარასკევს კიდევ მაქვს მათთან შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მისთვის ცნობილია ტაქსის მძღოლების აქციის პოლიტიკური მოტივების შესახებ.

„ვიცით, ვინ არის ამ აქციის ორგანიზატორი და უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გვქონდეს კომუნიკაცია ამ ადამიანებთან, მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ რეფორმის განხორციელება როგორც თბილისელებისთვის, ასევე, ტაქსის მძღოლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ, წინ ვიყურებით, მომავალს ვუყურებთ. ზოგადად, ტაქსი ქალაქის სახეა, შესაბამისად, ეს ყველაფერი უნდა იყოს მოწესრიგებული, როგორც განვითარებულ, ევროპულ ქალაქებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.04.2019

18:49

ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და აღრიცხვა გააუმჯობესა

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესებაზე შეხვე...

17.04.2019

19:52

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა მედიის განვითარების ფონდის, მედია კლუბის და ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრა შეეხებოდა ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი დასაბუთებული მოსაზრებების დეტალურ განხილვას და ინფორმაციის...

17.04.2019

19:18

გორში მშენებარე კორპუსები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა

თავდაცვის უწყება კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესს აგრძელებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქალაქ გორში, საცხოვრებელი ფართით 180 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება. მშენებლობის დასრულების პროცესი სექტემბრამდე იგეგმ...

15.04.2019

19:58

ლევან იზორია: „დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი, სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხის შემცირებაა“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებულ დეზინფორმციულ კამპანიას გამოეხმაურა, რომლის მიზანიც, წარმატებული რეფორმებისა და მიღწევების ფონზე, თავდაცვის უწყების დისკრედიტაციაა. ლევან იზორიას განცხადებით, დეზინფორმაციული კამპანია საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების, განს...

15.04.2019

00:04

პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა

პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით 14 აპრილს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გაიმართა მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“. ...

12.04.2019

22:24

გივი მიქანაძე ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, მოადგილესთან, დავით გელაშვილთან ერთად, ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ...

12.04.2019

21:44

მარიამ ჯაშმა საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“ გახსნა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სასწავლო უნივერსიტეტის „გეომედის“ და გერმანიის შტაინბაისისა და ბამბერგის უნივერსიტეტების თანამშრომლობით გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“ გახსნა. ...

11.04.2019

22:21

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ...

09.04.2019

20:08

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ვეტერან პოლიციელებს შეხვდა

9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ პოლიციელებს რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს, თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა: ...

04.04.2019

21:48

ლევან იზორია: „მზად ვარ ეკატერინე ქვლივიძეს პირადადაც შევხვდე“

„მზად ვარ ეკატერინე ქვლივიძეს პირადადაც შევხვდე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მფრინავის შესახებ პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ. ...