9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება2019-06-08 16:28:44

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო2019-06-08 16:18:33

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა2019-06-08 16:16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი2019-06-08 16:14:18

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა2019-06-08 16:04:02

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

15.04.2019

00:04

პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა

პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით 14 აპრილს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გაიმართა მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“.

მარათონი ბერი გაბრიელ სალოსის დასაწყისიდან დაიწყო და სამშენებლო კომპანია დირსის ტერიტორიაზე დასრულდა.

მარათონში ახალგაზრდები, მოზარდები და უფროსი თაობის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ წამახალისებელი პრიზები:

პირველ ადგილზე გასულ თემურ მამედოვს  გარდამავალი თასი, მედალი, დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების ორკაციანი საგზური და “world fitness” - ის ულიმიტო აბონიმენტი გადაეცათ.

მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ვიტალი ბრეჟნევს და ნიკა გიხნიაშვილს მედლები და world fitness - ის ულიმიტო აბონიმენტები გადაეცათ.

გოგონათა შორის პირველი ადგილი დაიკავა ნათია მაჭავარიანმა, რომელსაც საცურაო კომპლექს "ოლიმპიკის" აბონიმენტი გადაეცა.

ასევე პირველ ათ ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ სიგელები.

ორგანიზატორებმა მარათონის ყველაზე პატარა მონაწილეს, ბუბუ იმერლიშვილს  სპორტული მაღაზიის, "joma"-ის 100 ლარიანი ვაუჩერი გადასცეს.

მარათონის ჩატარების მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაცია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია „ინიციატორი“, პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილის ხელშეწყობით უკვე მეორე წელია ატარებს მარათონს და აღნიშნულ ღონისძიების ჩატარებას ტრადიციული ხასიათი მიეცემა.

ორგანიზატორებმა მადლობა გადავუხადეს თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, ნინო ლაცაბიძეს ხელშეწყობისთვის.

მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადეს  კომპანიებს world fitness, "ოლიმპიკსა" და "რედ ბულს", არასამთავრობო ორგანიზაციებს, "დავითიანსა" და "დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებას".

განსაკუთრებული მადლობა კი ორგანოზატორებმა სამშენებლო კოპანია "დირსის" და მარათონის თითოეულ მონაწილეს გადაუხადეს.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

08.06.2019

15:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების თემაზე საპილოტე ტრენინგი ჩატარდა

ინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის პროექტის - „მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) ფარგლებში, აკადემიის ინსტრუქტორებმა საპილოტე ტრენინგი ჩაატარეს. ...

04.06.2019

15:48

ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, ორი წელი დასჭირდა. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პ...

04.06.2019

15:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად, აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის...

30.05.2019

20:33

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან სამი წელი შესრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავს. ცენტრის დაარსებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოსთან ინტეგრა...

30.05.2019

20:30

ნათია მეზვრიშვილი „ქუჩური გარჩევის“ კანონპროექტზე - „ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დავიწყეთ, რასაც ამ პარლამენტმა მხარი დაუჭირა და პრაქტიკაში ძალიან წარმატებით მუშაობს“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „ქუჩური გარჩევის“ შესახებ კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში, რომელიც ამჟამად მესამე მოსმენით გავიდა. ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა და დეპუტატების, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა....

30.05.2019

20:27

თამარ ჩუგოშვილმა პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მოილოცა

„გილოცავთ პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ დღეს! პროკურატურის დღე 1999 წელს დაწესდა და დღეს მე-20-ჯერ ხდება მისი აღნიშვნა. ...

30.05.2019

20:25

გუგული მაღრაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის შეხვედრაში „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ მიიღეს მონაწილეობა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ რიგით მეცხრე და საბოლოო შეხვედრა გამართა თემაზე - „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“. ...

29.05.2019

21:50

მიწის რეგისტრაციის შესახებ უფასო ელექტრონული კურსი მომზადდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრი დისტანციური სწავლების ფორმას ნერგავს. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი ელექტრონული კურსი შექმნა. ...

23.05.2019

21:35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. ...

23.05.2019

18:50

ლონდა თოლორაია აღაიანში მომხდარზე - „ძალიან ფაქიზი თემაა, ამიტომ ნამდვილად ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და სამინისტროს მხრიდანაც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ მიმდინარე მოვლენებზე მედიის კითხვებს უპასუხა, მათ შორის კითხვა ეხებოდა აღაიანში მომხდარ ფაქტს, არასრულწლოვანი დედის მიერ ბავშვის მკვლელობას. ლონდა თოლორაიას თქმით, რად...