დავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა2019-04-19 19:18:31

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა2019-04-19 19:04:59

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო2019-04-19 19:00:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავა2019-04-19 18:58:01

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე2019-04-19 18:56:09

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

15.04.2019

19:58

ლევან იზორია: „დეზინფორმაციული კამპანიის მიზანი, სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხის შემცირებაა“

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებულ დეზინფორმციულ კამპანიას გამოეხმაურა, რომლის მიზანიც, წარმატებული რეფორმებისა და მიღწევების ფონზე, თავდაცვის უწყების დისკრედიტაციაა. ლევან იზორიას განცხადებით, დეზინფორმაციული კამპანია საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით თავდაცვის ძალების მიმართ, ნდობის ხარისხის შემცირებიკენ არის მიმართული: „სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიის მიზანია, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს რეფორმებს, წარმატებებს, რომელიც გვაქვს თავდაცვის უწყებაში, ჩრდილი მიაყენოს იმ მზარდ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვაქვს ნატოსთან მიმართებაში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებაში და როდესაც ამ პოზიტივზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს რა თქმა უნდა, ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, ის საერთაშორისო აღიარება, რომელსაც დღითიდღე საქართველოს და განსაკუთრებით თავდაცვის უწყება იმსახურებს ჩვენი ობიექტური დამკვირვებლებისგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. დეზინფორმაციის კამპანია არის გამიზნული იმისკენ, რომ ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და განსაკუთრებით, თადაცვის ძალების მიმართ ნდობის ხარისხი შემცირდეს საზოგადოებაში და ამას ცდილობენ მართალია, უშედეგოდ, მაგრამ უსუსურად, ტყუილებით, ყოველგვარი ფაქტების გარეშე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებთან დაკავშირებით გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა:

„საუბარი იყო თითქოსდა იუნკერის მიერ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე აშშ-ის სამხედრო მოსამსახურე გოგონას მიმართ, რაც არა მხოლოდ ჩვენს მიერ, არამედ, ასევე აშშ-ის საელჩოს მიერ იქნა კატეგორიულად უარყოფილი, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ეს ყოველივე იწვევს მართლაც დიდ აღშფოთებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე დეზინფორმაციის სხვა ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება: „ახლახან მქონდა პარლამენტში შესაძლებლობა, მემხილა აღნიშნული ტელევიზია მსგავს დეზინფორმაციებში. როდესაც საუბარი იყო, რომ თითქოს ჯარი რჩება ხორცის გარეშე და თითქოს ჯარი არ არის შესაბამისი უნიფორმით ჩაცმული, არ არის შესაბამისი სტანდარტების ბათინკები და ა.შ. არ ჩამოვთვლი იმ ნუსხას დეზინფორმაციებისა, რომელიც მე მესმის ყოველ კვირა, ჩვენი უწყების მიმართ. მინდა აღვნიშნო ტელეკომპანია, რომლის ფაქტობრივი მმართველი ამბობს, ე.წ. დასავლეთის კოლონიალისტურ პოლიტიკაზე და მიდგომაზე; მათ შორის, საქართველოს მიმართ. ეს დეზინფორამციული კამპანია ამ ფონზე მართლაც რომ გაკვირვების საგანს ჩემთვის არ წარმოადგენს. პირადად მე, ხელისუფლება ქართველ ხალხთან ერთად, რომლის უმრავლესობის მისწრაფებაა დასავლეთში ინტეგრაცია, დასავლური ღირებულებების დაცვა, ყველაფერს გავაკეთებთ მსგავსი განცხადებების და დეზინფორმაციების გავრცელების საწინააღმდეგოდ. გავაკეთებთ მხოლოდ ფაქტებით, სიმართლითა და ჭეშმარიტებით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.04.2019

18:49

ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და აღრიცხვა გააუმჯობესა

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესებაზე შეხვე...

17.04.2019

19:52

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატურმა მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა

დეზინფორმაციის და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა მედიის განვითარების ფონდის, მედია კლუბის და ახალგზარდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრა შეეხებოდა ორგანიზაციების მიერ გამოგზავნილი დასაბუთებული მოსაზრებების დეტალურ განხილვას და ინფორმაციის...

17.04.2019

19:18

გორში მშენებარე კორპუსები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერა

თავდაცვის უწყება კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებზე ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცესს აგრძელებს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას გადაწყვეტილებით, ქალაქ გორში, საცხოვრებელი ფართით 180 სამხედრო მოსამსახურე დაკმაყოფილდება. მშენებლობის დასრულების პროცესი სექტემბრამდე იგეგმ...

15.04.2019

00:04

პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა

პარლამენტის წევრის, ვანო ზარდიაშვილისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორის“ ორგანიზებით 14 აპრილს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე გაიმართა მარათონი „ვირბინოთ მომავლისკენ“. ...

12.04.2019

22:24

გივი მიქანაძე ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, მოადგილესთან, დავით გელაშვილთან ერთად, ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. ...

12.04.2019

21:44

მარიამ ჯაშმა საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“ გახსნა

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა სასწავლო უნივერსიტეტის „გეომედის“ და გერმანიის შტაინბაისისა და ბამბერგის უნივერსიტეტების თანამშრომლობით გამართული საერთაშორისო სიმპოზიუმი „დიგიტალიზაცია და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე“ გახსნა. ...

12.04.2019

22:43

კახა კალაძე: ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვას ან თეთრი ფირის გადაკვრას ვთავაზობთ

თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვის ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრასაც სთავაზობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ...

11.04.2019

22:21

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ...

09.04.2019

20:08

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე ვეტერან პოლიციელებს შეხვდა

9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ პოლიციელებს რომლებმაც 1989 წლის 9 აპრილს მომიტინგეები დაიცვეს და მათი სიცოცხლე გადაარჩინეს, თავგანწირვისთვის მადლობა გადაუხადა: ...

04.04.2019

21:48

ლევან იზორია: „მზად ვარ ეკატერინე ქვლივიძეს პირადადაც შევხვდე“

„მზად ვარ ეკატერინე ქვლივიძეს პირადადაც შევხვდე“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მფრინავის შესახებ პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ. ...