დავით კირკიტაძის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 3 მაისს ჩაინიშნა2019-04-19 19:18:31

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა2019-04-19 19:04:59

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო2019-04-19 19:00:19

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით შპს ”ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავა2019-04-19 18:58:01

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე2019-04-19 18:56:09

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

15.04.2019

20:20

საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა

„2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარმატებული შესრულებით, ჩვენ შემდეგი მოწვევის პარლამენტს დავუტოვებთ პოზიტიურ მემკვიდრეობას და მყარ ფუნდამენტს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად და ამ ისტორიული პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად”,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენაზე განაცხადა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებული, 2019-2020 წლების  სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  და კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გახსნეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავას, კომიტეტებსა და აპარატს-ანგარიშის მომზადებაში გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო ევროკავშირის დელეგაციასა და გაეროს განვითარების პროგრამას - მხარდაჭერისა და დახმარებისთვის  მადლობა გადაუხადა. 

“2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და აქტივობებს სამი მიმართულებით: პირველი ეს არის-კანონშემოქმედებითი საქმიანობა, მეორე ეს არის- ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა და მესამე, ეს არის-ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს სამივე მიმართულება თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

სამოქმედო გეგმა ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ პარლამენტმა და მისმა ორგანოებმა შეთანხმებულად და გეგმაზომიერად იმოქმედონ და იმუშაონ მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ჩვენი მოქალაქეებისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის მაგალითად,  სურსათის უვნებლობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გარემოს დაცვა, მომხმარებელთა პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვეტერინარია და ა.შ. ეს არის ასევე კარგი შესაძლებლობა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-პოლიტიკურ და ღირებულებით არჩევანს ეფუძნება.

“შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების შესრულება არ არის რომელიმე რიგითი დოკუმენტით გათვალისწინებული უბრალო ტექნიკური საქმიანობა.

ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს განვითარების და წინსვლის სამოქმედო გეგმაც. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ შემდგომ თაობებს დავუტოვოთ უფრო მოწესრიგებული, უფრო მშვიდობიანი და უფრო სტაბილური, მეტი კეთილდღეობის მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფო, ანუ,  ის, რისთვისაც იბრძოდნენ 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი გმირები და თანამოქალაქეები”,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ ერთი კომიტეტის, არამედ თითოეული ჩვენგანის მნიშვნელოვანი მისია და პასუხისმგებლობა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება  ამ პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, შედეგზე ორიენტირებული ექსპერტული ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოს პარლამენტის სახელით, მათ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და პარლამენტის ახალი რეგლამენტით, ჩვენი ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესზე კიდევ უფრო ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების უფრო ძლიერი ბერკეტები შეიძინა. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„კონსტიტუციის ახალი რედაქციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტმა შეიძინა უფრო ძლიერი ბერკეტები და ახალი ფუნქციები იმისათვის, რომ განახორციელოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების უფრო ეფექტური ზედამხედველობა და ამ მხრივ პირნათლად შეასრულოს კანონშემოქმედებითი ფუნქციაც. ამ ფართომასშტაბიანი საქმიანობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, პოზიტიური ცვლილებების და სარგებლის ნათლად წარმოჩენა, ამ მხრივ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის შეჯამებისას კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო შედეგებით წარვდგებით ჩვენ მოსახლეობის წინაშე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

19.04.2019

19:00

მიხეილ გიორგაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი მიიღო

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან, ისა ალბაშა ალნოაიმისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა....

19.04.2019

18:56

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ“,- ასე უპასუხა ოპონენტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასა...

19.04.2019

18:53

გიგი წერეთელი, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას უხელმძღვანელებს

საქართველოს პარალამენტის წევრი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა. სადამკვირვებლო მისია ეუთოს, ევროსაბჭოს, ნატოს და ევროპარლამენტის დელეგაციებს აერთიანებს. მისიის ხელმძღვანელა...

17.04.2019

19:15

თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტებს და მკვლევარებს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეხვდა. ...

17.04.2019

19:08

საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას ხვალ გააგრძელებს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის შესახებ მომზადებულ კანონპროექტის განხილვას ტექსტში ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ასახვის შემდეგ გააგრძელებს- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა....

15.04.2019

20:25

ცესკომ საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცესკომ საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა....

15.04.2019

19:21

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე უკრაინელ კოლეგას შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ და ოლენა სუკმანოვამ იუსტიციის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ...

12.04.2019

22:22

მინისტრთა კაბინეტში ქეთევან ციხელაშვილი შესაძლოა ზურაბ აბაშიძემ ჩაანაცვლოს

ქეთევან ციხელაშვილი შესაძლოა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ჩაანაცვლოს . ...

12.04.2019

22:10

საარჩევნო შეხვედრა ფაიფურის მოსახლეობასთან

,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით ხვდება. ...

12.04.2019

21:46

ირაკლი ბერაია ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ბერაია საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს, როსარია პულისს და ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. ...