9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება2019-06-08 16:28:44

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო2019-06-08 16:18:33

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა2019-06-08 16:16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი2019-06-08 16:14:18

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა2019-06-08 16:04:02

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

15.04.2019

20:30

ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„მზიური“ ჩვენი დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. პარკი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა არავის მოგვწონს. 13 ივნისს მომხდარი სტიქიის დროს პარკის ტერიტორია სერიოზულად დაზიანდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, პარკი მოწესრიგდება და სრულად განახლდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. შეიქმნება საბავშვო სივრცეები, ხელოვნური ტბა, ველობილიკები, ახალგაზრდებისთვის კი, სკეიტბორდის მოედანი მოეწყობა. ვფიქრობ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, განახლებული მწვანე სივრცეებითა და დენდროლოგიური პროექტით, „მზიური“ დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, სადაც დასვენების შესაძლებლობა ყველა თაობის ადამიანს ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიისა და ბავშვთა ქალაქის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პარკის ტერიტორიაზე სკეიტბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, ასევე, ველობილიკები და დასასვენებელი პავილიონები მოეწყობა. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში კი მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი განთავსდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობასაც ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება. პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. ბავშვთა ქალაქი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ თბილისის მერთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია, ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი იმყოფებოდნენ.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

15.05.2019

22:43

იუსტიციის მინისტრმა შუახევში 65-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა შუახევში 65-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. მინისტრმა შუახევის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ წელს საზოგადოებრივი ცენტრები ხულოსა და ქედაშიც გაიხსნება. ...

05.04.2019

20:13

ნოდარ ხადური ბუქარესტში ევროპის მომხმარებელთა და კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ბუქარესტში, რუმინეთის კონკურენციის საბჭოს და რუმინეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყების ორგანიზებით გამართულ ევროპის მომხმარებელთა და კონკურენციის დღისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს....

02.04.2019

18:46

ზუგდიდში გზის საფარის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქ.ზუგდიდში წყალმომარაგებისა და წყალარინების (კანალიზაციის) მიმდინარე პროექტების ფარგლებში, შიდა ქუჩებზე გზის საფარის აღდგენა დაიწყო. ...

02.04.2019

18:34

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1967 წელს დაბადებული ვ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ...

01.04.2019

22:13

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით 21:34 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ყვარელთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.6 მაგნიტუდა შეადგინა....

28.03.2019

21:09

ირაკლი კობახიძემ სერბეთში საქართველოს საკონსულო გახსნა

„სერბეთი არის პრიორიტეტული ქვეყანა ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასთან გვქონდეს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები“,- ამის შესახებ სერბეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნისას განაცხადა. ...

27.03.2019

21:34

მართლწესრიგის ოფიცრები მოსწავლეებთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვივნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრები და მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის 50-მდე მოსწავლესთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრნენ. ...

14.03.2019

21:23

ხონის მუნიციპალიტეტში 16 მილიონიანი პროექტის განხორციელება დაიწყო

ხონის მუნიციპალიტეტში წყალტუბო-ცაგერის საავტომობილო გზის მე-15 კილომეტრიდან, ძეძილეთი-ნოღა-გორდის გზის სარეაბილიტაციო და მდინარეებზე ცხენისწყალი და მეჭია სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმ...

11.03.2019

18:30

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება

ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, წვევამდელზე ქ. კ. განხორციელებული შესაძლო ძალადობისა და თანხის შესაძლო გამოძალვის ფაქტზე სამხედრო პოლიციაში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 386-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ურთიერთდაუქვემდებარებელ სამხედრო მოსამსახ...

08.03.2019

19:52

პოლიციამ ბოლნისში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, 1991 წელს დაბადებული ა.ს. და 1993 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს. ...