9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება2019-06-08 16:28:44

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო2019-06-08 16:18:33

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა2019-06-08 16:16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი2019-06-08 16:14:18

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა2019-06-08 16:04:02

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

19.04.2019

18:46

სადაზღვევო სექტორში კონკურენციის რეგულირების საკითხებზე სემინარი გაიმართა

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ ნოდარ ხადურმა სემინარი „კონკურენციის პოლიტიკა და დაზღვევის სფერო“ გახსნა, რომლიც ევროკავშირის პროექტის „საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მხარდაჭერა“ ფარგლებში გაიმართა.

„სემინარი კონკურენციის სააგენტოში მიმდინარე ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. მადლობა მინდა გადავუხადო მოწვეულ ექსპერტებს, გუნდს მხარდაჭერისათვის და იმ გამოცდილების გაზიარებისათვის, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის. ასევე მადლობა მონაწილეობისათვის სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს, რომელთანაც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული.  დარწმუნებული ვარ, დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება დაზღვევის სფეროში კონკურენციის ეფექტიანად აღსრულების მიმართულებით“,  - განაცხადა შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა. 

მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა ევროკავშირის პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა, სემინარის მოდერატორმა აურელიო ლა ტორემ და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა.

სემინარს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები: რადუ ადრიან პაუნი, რუმინეთის კონკურენციის საბჭოს მრეწველობისა და ენერგეტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; დანიელ კოლგანი, კონკურენციისა და ევროკავშირის სამართლის სპეციალისტი; იგორ ტაკანი, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს რეფერენტი. სემინარს ესწრებოდნენ: საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის, სადაზღვევო კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლები.

მონაწილეებმა იმსჯელეს დაზღვევის სფეროში კონკურენციის აღსრულებასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ საკითხებზე. მათ შორის, კონკურენციის პოლიტიკა, დაზღვევის სფერო საქართველოში და მისი აღსრულება, ძირითადი მახასიათებლები; თანადაზღვევა და სადაზღვევო პულები; სადაზღვევო და საბანკო პროდუქტების მიბმა, ასევე რუმინეთის კონკურენციის უწყების გამოცდილება საავტომობილო შემთხვევის დროს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის ბაზარზე და სხვა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

30.05.2019

20:38

ირაკლი ლექვინაძე: რეგიონებში საინვესტიციო გადაწყვეტილებებში ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიურობა უნდა გაიზარდოს

საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძე, მონაწილეობა მიიღო კახეთის საერთაშორისო რეგიონულ საინვესტიციო ფორუმში „მეტი ინვესტიცია საქართველოს რეგიონებს“ და პანელზე „საქართველოს ეკონომიკური ზრდის კონცეფცია და საინვესტიციო შესაძლებლობები“ ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ...

23.05.2019

20:59

ანაკლიის განვითარების კონსორციუმში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეხვედრა გაიმართა

დღეს, 23 მაისს, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ ბრიტანულმა კომპანია „როიალ ჰასკონინგმა“ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა. სადაც ეგრეთ წოდებული „ზურმუხტის ქსელის“ შესაბამისობის ანგარიშის /Appropriate Assessment განხილვა მოეწყო. ...

21.05.2019

18:59

ზაზა გაბუნია: „ჩემთვის დეცენტრალიზაციის რეფორმა გახლავთ ცივილიზაციური საკითხი, რადგან 100 წლის წინ ჩვენ ამ რეფორმის და პოლიტიკის დანერგვის საკითხში ევროპაში და მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა გახლდით“

რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით, წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი IV ფორუმი - „რეგიონული ეკონომიკა - ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ გაიმართა. ...

01.05.2019

21:46

1-ლი მაისიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის დერეგულირების ახალი ეტაპი დაიწყო

1-ლი მაისიდან მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს შესაძლებლობა აქვს, ელექტროენერგია საბაზრო ფასად შეისყიდონ. ა...

01.05.2019

21:44

დიდ ბრიტანეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

პირველ მაისს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტის პროექტის განხილვის მიზნით ტექნიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა. ...

01.05.2019

21:42

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში ორკვირიანი სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. მისიას ხელმძღვანელობს მერსედეს ვერა-მარტინი....

24.04.2019

19:53

ნინო წილოსანი: „ჩვენს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები იქნება რეალური საფუძველი იმისთვის, რომ უფრო მეტმა ქალმა მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებში“

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფმა - „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ მორიგი ზეპირი მოსმენა ჩაატარა. ...

19.04.2019

19:04

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნათია თურნავა საზოგადოებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში წარუდგინა....

17.04.2019

19:54

ირაკლი ლექვინაძე: აჭარიდან მომართვიანობის 50% მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის სექტორებიდან გვაქვს

„ბიას“ რეგიონული შეხვედრების ფარგლებში ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენელი აჭარაში ტარიელ გიორგაძე ბათუმში ადგილობრივი ბიზნესის 150მდე წარმომადგენელს შეხვდნენ....

17.04.2019

19:13

ეკატერინე გალდავა უზბეკეთში აზიის ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიწვევით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ეკატერინე გალდავა სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაშიიმყოფება. ...