9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება2019-06-08 16:28:44

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო2019-06-08 16:18:33

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა2019-06-08 16:16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი2019-06-08 16:14:18

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა2019-06-08 16:04:02

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

19.04.2019

18:49

ნათია მეზვრიშვილი - ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და აღრიცხვა გააუმჯობესა

დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურისა და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლების მონაწილეობით, დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმის გაუმჯობესებაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და დისკრიმინაციის შესახებ სახელმწიფო უწყებების მიერ მონაცემთა შეგროვების ეფექტიანი სისტემის შექმნით, სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესება.

ღონისძიება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ გახსნა. ასევე, სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

„როგორც მოგეხსენებათ, დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა,  არა მხოლოდ მიმდინარე წელს, არამედ გასული წლის განმავლობაშიც იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტი. ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენ სწორედ ევროსაბჭოს დახმარებით გადავდგით. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროსაბჭოს არა მხოლოდ ამ ღონისძიებისთვის, არამედ იმ დახმარებისთვის, რომელსაც  მთელი წლის განმავლობაში გვიწევდა. არ ვისაუბრებ იმ პროგრესზე და იმ ხელშესახებ შედეგებზე, რომელიც ჩვენ ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად გასულ წელს მივიღეთ, ძალიან მოკლედ მინდა უბრალოდ სტატისტიკის მნიშვნელობას გავუსვა ხაზი და ამ დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლაში სწორი სტატისტიკური მონაცემების წარმოებას გავუსვა ხაზი. ამ დანაშაულთან მიმართებით იყო გარკვეული მონაცემები, რომლის აღრიცხვას და სტატისტიკური მონაცემების წარმოებას შინაგან საქმეთა სამინისტრო წლების განმავლობაში ვერ ახორციელებდა. მას შემდეგ, რაც შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, ანალიტიკურ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობის დახმარებით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და გავაუმჯობესეთ მისი აღრიცხვა. მათ შორის, დღეს, უკვე შესაძლებელია საკმაოდ ბევრი პარამეტრით სტატისტიკური მონაცემების წარმოება. 
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ევროსაბჭოს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით გაწია ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ასევე, იმ სასწავლო ვიზიტებისთვის, რომელიც ამ მიმართულებით უკვე განვახორციელეთ და იმედს გამოვთქვამ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ, რომ უახლოეს მომავალში იყოს კიდევ უფრო დეტალური და დახვეწილი სტატისტიკური მონაცემები. რაც მთავარია, ერთიან მეთოდოლოგიაზე შევთანხმდეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო და ყველა ის უწყება, რომელიც ამ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესშია ჩართული, იმიტომ, რომ  ამ დანაშაულის 
წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა მხოლოდ ერთიანი მეთოდოლოგიით არის შესაძლებელი.„ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების შესახებ სტატისტიკური მონაცემების გაუმჯობესებისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა 2018 წლის სექტემბერში დაიწყო და ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის“ ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას, ასევე, ქვეყანაში მონაცემთა შეგროვების პრაქტიკის 
გაუმჯობესებისთვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

08.06.2019

15:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ნარკოტიკული დანაშაულის გამოძიების თემაზე საპილოტე ტრენინგი ჩატარდა

ინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ევროკავშირის პროექტის - „მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ (EU-ACT) ფარგლებში, აკადემიის ინსტრუქტორებმა საპილოტე ტრენინგი ჩაატარეს. ...

04.06.2019

15:48

ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, ორი წელი დასჭირდა. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პ...

04.06.2019

15:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა, პრაქტიკულად შეუჩერებლად, აწარმოებს ინტენსიურ გამოძიებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნული საქმის ფარგლებში დღემდე სხვადასხვა მუხლით 10-მდე პირია მიცემული სისხლის...

30.05.2019

20:33

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის დაარსებიდან სამი წელი შესრულდა

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავს. ცენტრის დაარსებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოსთან ინტეგრა...

30.05.2019

20:30

ნათია მეზვრიშვილი „ქუჩური გარჩევის“ კანონპროექტზე - „ეს არის კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელება, რომელიც იმ საკანონმდებლო ცვლილებებით დავიწყეთ, რასაც ამ პარლამენტმა მხარი დაუჭირა და პრაქტიკაში ძალიან წარმატებით მუშაობს“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა „ქუჩური გარჩევის“ შესახებ კანონპროექტი წარადგინა პარლამენტში, რომელიც ამჟამად მესამე მოსმენით გავიდა. ნათია მეზვრიშვილმა კანონპროექტის შესახებ დამატებითი განმარტებები გააკეთა და დეპუტატების, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა....

30.05.2019

20:27

თამარ ჩუგოშვილმა პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მოილოცა

„გილოცავთ პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიულ დღეს! პროკურატურის დღე 1999 წელს დაწესდა და დღეს მე-20-ჯერ ხდება მისი აღნიშვნა. ...

30.05.2019

20:25

გუგული მაღრაძემ და დიმიტრი ცქიტიშვილმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის შეხვედრაში „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ მიიღეს მონაწილეობა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ რიგით მეცხრე და საბოლოო შეხვედრა გამართა თემაზე - „გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“. ...

29.05.2019

21:50

მიწის რეგისტრაციის შესახებ უფასო ელექტრონული კურსი მომზადდა

იუსტიციის სასწავლო ცენტრი დისტანციური სწავლების ფორმას ნერგავს. იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მიწის რეგისტრაციის შესახებ პირველი ელექტრონული კურსი შექმნა. ...

23.05.2019

21:35

შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებზე თავდასხმის და ძალადობის ფაქტზე 2 პირი: 2000 წელს დაბადებული მ.შ. და 2000 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. ...

23.05.2019

18:50

ლონდა თოლორაია აღაიანში მომხდარზე - „ძალიან ფაქიზი თემაა, ამიტომ ნამდვილად ფრთხილ გაშუქებას საჭიროებს და სამინისტროს მხრიდანაც ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ მიმდინარე მოვლენებზე მედიის კითხვებს უპასუხა, მათ შორის კითხვა ეხებოდა აღაიანში მომხდარ ფაქტს, არასრულწლოვანი დედის მიერ ბავშვის მკვლელობას. ლონდა თოლორაიას თქმით, რად...