9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება2019-06-08 16:28:44

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოში, ფართობების თერმული ნისლით დამუშავება დაიწყო2019-06-08 16:18:33

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა2019-06-08 16:16:10

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლანჩხუთში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი2019-06-08 16:14:18

პოლიციამ ძარცვის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა2019-06-08 16:04:02

დონალდ ტრამპი მწვანე ბარათის გათამაშების შეჩერების ინიციატივით გამოდის

ეგვიპტეში ავტობუსის და სატვირთო მანქანის შეჯახების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

ევაკუაცია ლონდონის მეტროში

19.04.2019

18:56

მამუკა მდინარაძე: ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ სასამართლოს გაჩერების საშუალება არავის არ მივცეთ და ამ პასუხისმგებლობას ავიღებთ ჩვენს თავზე

„ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ“,- ასე უპასუხა ოპონენტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მსჯელობენ.

მამუკა მდინარაძე „ევროპული საქართველოს“ წევრს, ოთარ კახიძეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენელს „დრო აერია“.

„დარბაზიდან გაისმა კითხვა, რომელ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს დღეს სასამართლო და მან თქვა, რომ ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებს, ყველას პატიმრობაში ტოვებს, ყველა განაჩენი იგივენაირად დგება, როგორიც არის საბრალდებო, თურმე. დრო აგერიათ უბრალოდ, დრო.  სტატისტიკაზე არ არის მარტო საუბარი, თურმე ადამიანები არ მართლდებიან, თურმე ყველა პატიმრობაში რჩება და გირაოს არ გამოიყენებენ. დრო აგერიათ, ელემენტარულად და ვეღარ ხვდებით, რას ლაპარაკობთ, იმიტომ რომ არგუმენტი აქ არ გაქვთ. წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელ სასამართლოზე ამბობს, რომ ყველა შუამდგომლობას აკმაყოფილებს. ამის იქით რაღა უნდა თქვა, ტყუილის იქით აღარ ითქმება აღარაფერი“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე შეფასებით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ მათი მმართველობის დროს იყო შეცდომები - ისტორიის გადაწერის მცდელობაა. მამუკა მდინარაძის თქმით, „დანაშაული არის დანაშაული და ვერასდროს გაიყიდება როგორც შეცდომა. დანაშაულს ყოველთვის ერქმევა დანაშაული და ამაზე პოლიტიკური და კონკრეტული პასუხისმგებელი პირები იქნებიან ყოველთვის“.

ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოების ფართო წრეებმა უნდა იცოდნენ, რომ ოპოზიციას სასამართლოს დამოუკიდებლობა აშინებს და რადგან სასამართლოზე გავლენის მოპოვებას ვერ ახერხებს, ცდილობს, სასამართლო გააჩეროს.

„ საუბარია უკვე იმაზე, რომ რამენაირად გააჩეროთ სასამართლო. გააჭიანუროთ იქ პროცესები. შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მუშაობა პრაქტიკულად, იმიტომ, რომ 7 მოსამართლე რომ დარჩება, შეუძლებელია,  5 ათასზე მეტი საქმე განიხილონ მათ და ეს არის კოლაფსი, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამას ვერ დავუშვებთ“,- მიმართა მამუკა მდინარაძემ ოპონენტებს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ოპონენტების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობა ვენეციის კომისიის არცერთ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს - ტყუილია.

„ ვენეციის კომისიის დასკვნაში ოთხი ძირითადი საკითხი იყო. დავიწყებ იმით, რასაც ვერ, არ ვითვალისწინებთ გამომდინარე იქიდან, რომ ფარულობა 2014 -ში კენჭისყრისა იყო კარგი, დღეს არის ცუდი და რეალურად, ფარული კენჭისყრა უზრუნველყოფს იმას, რომ გავლენებისგან დაიცალოს კონკრეტული გადაწყვეტილება. ეს გუშინ თუ კარგი იყო, დღეს ცუდი რატომ ხდება, ამას ვერ ვხვდები. რაც შეეხება გამოცდას, ვითვალისწინებთ სრულად. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს - მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც იმავდროულად არის იუსტიციის საბჭოს წევრი, გამოირიცხება ყველანაირი პროცედურიდან, მათ შორის, ბოლო კენჭისყრიდან. მათ შორის ბოლო კენჭისყრიდან. თქვენ ამბობთ, რომ ამას არ ვითვალისწინებთ. ესეც არის სიცრუე შესაბამისად. რაც შეეხება ხელმისაწვდომობას ყველანაირ დოკუმენტაციაზე, რაც შეეხება ასაკს, ეს საკითხი ფაქტობრივად,  არ დაგიყენებიათ, სამსჯელო თემა შეიძლება იყოს და აქ პრობლემას ვერავინ ხედავს და გასაგებია ყველაფერი. გამოდის, რომ უდიდეს ნაწილს ვითვალისწინებთ და იმ არაძირითად ჩანაწერზე, რომელიც ძირითად რეკომენდაციებში საერთოდ ვერ მოხვდა, აპელირებთ იმიტომ რომ ისევ და ისევ გავლენებზე ფიქრობთ და რაღაც ისეთი უტოპიური წარმოდგენები გაქვთ შემდეგ პარლამენტზე, მგონი, გგონიათ, რომ რაღაც წარმატებას მიაღწევთ“,- განაცხადა დეპუტატმა.

მისი განმარტებით, ეს რეკომენდაცია ძირითად რეკომენდაციებში ვერ მოხვდა, თუმცა, შესაძლოა, ნორმალური პროცედურის დროს, ყველა მოსამართლის დანიშვნა ისედაც ვერ მოხერხდეს.

„ფორსმაჟორულ სიტუაციაში ჩვენ არ ვაპირებთ ვინმეს კანდიდატურის გავლას. ისედაც ასე შეიძლება მოხდეს და ორგანულ კანონში ამის ასახვას თუ ითხოვთ, ესეც ხალხის მოტყუებაა, იმიტომ, რომ ეს არის შეუძლებელი“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

წყარო / სტატიის ავტორი

newstimes.ge

სხვა სიახლეები

08.06.2019

16:28

9 ივნისს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართება

შუალედური არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 31-ვე საარჩევნო უბანი, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველია რეგისტრირებული, - ამის შესახებ ცესკოს-ს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ...

08.06.2019

16:16

სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ბრატისლავას ფორუმში, სადაც განხილვის ძირითადი თემები იყო ევროპული ინტეგრაცია, დემოკრატიის და ლიბერალური წესრიგის გამოწვევები, თავდაცვა და უსაფრთხოება....

04.06.2019

15:44

ზაზა გაბუნია ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო....

04.06.2019

15:39

თეა წულუკიანი: „GITI“-მ შექმნა საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რომელიც ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებაზე ერთობლივად მუშაობს“

კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარება, ინოვაციური IT პროექტები და ამ სფეროში სხვადასხვა ქვეყნის წარმატებული გამოცდილების გაზიარება − ეს რეგიონული კონფერენციის მთავარი თემებია, რომელსაც ყოველწლიურად საქართველო მასპინძლობს. წლევანდელი მე-11 კონფერენცია 4 ივნისს დაიწყო და ის ტრადიც...

29.05.2019

22:05

ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას სულხან - საბას სკვერში შეხვდა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მმართველი გუნდის კანდიდატმა ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომელთა ინიცირ...

29.05.2019

22:01

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ლიეტუვა გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე - ამის შესახებ დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს შორის გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ...

29.05.2019

21:59

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშია

მიხეილ სააკაშვილი კიევში ბორისპოლის აეროპორტის გავლით ჩავიდა სადაც მას პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და მოქალაქეები დახვდნენ. პირველი, ვინც, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა, ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი მიხეილ გორდონი იყო. გორდონი ერთ-ერთია, ვინც პრეზიდენტ ზელენსკის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქე...

28.05.2019

22:11

ლადო კახაძე გუდიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლადო კახაძე გუდიაშვილის 9 ნომერში, სარესტავრაციო საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებს შეხვდა. ი...

23.05.2019

18:47

არჩილ თალაკვაძე: არჩევნებში დამარცხებულმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" შედეგების აღიარების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილზე მორიგი უსუსური შეტევა წამოიწყო

„ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ რჩება ერთადერთ ბარიერად, რომ ის დესტრუქციული ძალები, რომელთა მიზანიც არის არეულობის და დესტაბილიზაციის გზით, თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის მიღწევა, არ დაბრუნდნენ კვლავ მმართველობაში და ამ არჩევნებმა ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. შესაბამისად, ეს უსუსური შეტევა, ...

21.05.2019

19:46

მამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე NDI-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს აკრიტიკებს და უნდობლობას უცხადებს. მისი თქმით, მოსახლეობის განწყობის ყველაზე კარგი მაჩვენებელი არჩევნები და მასზე დაფიქსირებული შედეგებია. ...