Logo

რომან კაკულია ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

2019-03-14 18:45:40

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან  მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ. ასევე,  სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობაზე. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავებს შორის საქმიან ურთიერთობაზე და ყველა ამ მიმართულებით დაისახა  სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ არსებული ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად, საქართველოს და ირანის ისლამური რესპუბლიკის საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებენ.